ამბები

22:00 | 7.09.2013 | ნანახია 3829 - ჯერ

ჩემპიონს ფეხი დაუცდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განვითარებით განახლდა, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მანამდე აუტსაიდერ “ყოჩებს” პატრონი რომ გამოუჩნდა, თავისი ძალა პირველსავე ჯახში დაამტკიცა.

ჩემპიონი “ლელო”, აუტსაიდერ “ყოჩებთან” ნებისმიერ შემთხვევაში ფავორიტად ითვლებოდა და პირველ ტაიმში 10-ქულიანი უპირატეობაც მოიპოვა, მაგრამ ეს მცირე ქარის დახმარებით რომ მომხდარა, მეორე ტაიმში დამტკიცდა, რომელიც “ყოჩებმა” პირწმინდად მოიგო.

მატჩის დებიუტში “ყოჩებმა” შეცდომა დაუშვა და კოპაძემ ლელო გაიტანა. შესვენებამდე, მათ ორი ჯარიმაც მიითვალეს და ორივეზე პასუხი ჯარიმითვე მიიღეს, მაგრამ საწყის წუთებში მოპოვებული სათამაში უპირატესობა, მეორე ნახევარში გაქრა. გასული სეზონის აუტსაიდერმა “ყოჩებმა”, მეტოქეს ქულაც არ ააღებინა და თავად 29 მიითვალა.

“ყოჩებმა” მსუბუქი ზურგქარის იმედად ჯარიმ კარის ნაცვლად აუტში გადაიტანეს და 5-მეტრა დერეფნიდან, ტყეშელიაძემ ლელო გქაიტანა, რასაც სოხაძემ ზუსტი გარდასახვა მოაყოლა. ისინი მეტოქის ჩათვლის მოედანს არ მოეშვნენ და მალევე, შავლეგ მახარაშვილმა ზუსტი არეკნი დაჰკრა. მართალია, მას მალევე დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ თემურ სოხაძემ არეკნი კვლავაც უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი 19:13 დააწინაურა.

ეს დღე “ყოჩებისა” იყო და და 64-ე წუთზე მახარაშვილმა კვლავ ზუსტი 3-ქულიანი დაკრა, ხოლო მატჩის მიწურულს, იგივე სოხაძემ გაიმეორა. არეკნებს შუა, ლევან გოგოლიშვილმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მეტოქის ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო, რომ დაიძრა, მოკლეზე თავადც ფეხით ითამაშა და იერიში ლელოთი დაასრულა - 32:13.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. I რაუნდი

7 სექტემბერი

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 39:17

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 13:32

ლელო: კვერნაძე (მელქაძე), ლომიძე, პატარაია (სანიკიძე), ხორბალაძე, ქოიავა, სურგულაძე, კოლელიშვილი (მახარობლიშვილი), ჭყოიძე (ნიკოლაიშვილი); კაჭარავა, მჭედლიშვილი (კორკელია), ნიჟარაძე, ცერცვაძე, კოპაძე, ჯოგლიძე (ხეცოიძე), ყიასაშვილი.

ყოჩები: გოგიშვილი, ცუცქირიძე (ხიდეშელი), შენგელია, მეტრეველი (წიკლაური, ტვილდიანი), გრძელიშვილი, აფციაური, ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე, ბეგაძე, სოხაძე, გოგოლაშვილი, ქობულაძე, ხუციშვილი (გაბუნია), ხორბალაძე. მახარაშვილი.  

ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 17:12

8 სექტემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086502