საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩში ბუენოს აირესში მასპინძელ არგენტინასთა პირველ მატჩში 17:36 დამარცხდა.
ტაიმის 10:22 წაგების შემდეგ, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მცდელობების მიუხედავად მონაგარი ვეღარ გაზარდეს, კონტრშეტევებზე ლელოები აქეთ მიიღეს და მარცხი განიცადეს.
ქართველთაგან ლელოები თორნიკე მატარიძემ და უჩა ჭეიშვილმა გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 1 ჯარიმა გელა აფრასიძის ანგარიშზეა.
რევანშის შანსი 4 დღეში იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია