ამბები

18:50 | 9.09.2013 | ნანახია 2396 - ჯერ

აფრიკა ზელანდიას მიუახლოვდა

 

გასულ კვირაში გამართული სანაკრებო თამაშების შედეგებს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში ცვლილებები არ გამოუწვევია, თუმცა, სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიის 38:12 დამარცხებით ლიდერ ახალ ზელანდიასთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა.

აფრიკელებს ბრისბენში 42 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ მოპოვებული გამარჯვება, მაგრამ ეს ნავსი “ოთხი ერის” მესამე ტურში დაამსხვრიეს და “ლენგურუებს” სტუმრად სარეკორდო სხვაობით აჯობეს. ეს მათ 1,65 ქულით დაუფასდათ და “ოლ ბლექსთან” ჩამორჩენა 4,35-იდან 2,7-მდე შემცირდა. მომავალ შაბათს “ბოკე” ზელანდიას ეწვევა და გამარჯვების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ “ოთხი ერის” მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, ზელანდიელებს რეიტინგლიდერობასაც ჩამოართმევს.

მესამე ტურში ზელანდიამ არგენტინა 28:13 კი დაამარცხა, მაგრამ ამას მათ სარეიტინგო მაჩვენებელზე არ უმოქმედია, რადგან თამაშამდეც კი, მე-10 ადგილზე მყოფ მეტოქეს 15-ზე მეტი ქულით უსწრებდნენ.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 9 სექტემბრისთვის

 

1 (1). ახალი ზელანდია     
91.64
2 (2). სამხრეთ აფრიკა     
88,94
3 (3). ინგლისი                   
85,76
4 (4). ავსტრალია              
83,67
5 (5). საფრანგეთი           
81,59
6 (6). უელსი                     
81,36
7 (7). სამოა                       
80,42
8 (8). ირლანდია               
79,58
9 (9). შოტლანდია            
76,95
10 (10). არგენტინა             
76,41
11 (11). ტონგა                   
74,77
12 (12). იტალია                 
74,17
13 (13). ფიჯი                     
73,56
14 (14). კანადა                  
72,68
15 (15). იაპონია                
71,98
16 (16). საქართველო     
67,66
17 (17). რუმინეთი           
66,18
18 (18). აშშ                         
64,91
19 (19). რუსეთი                
61,99
20 (20). ესპანეთი                
60,44
21 (21). ურუგვაი               
59,87
22 (22). პორტუგალია        
58,82
23 (23). ნამიბია                  
58,70
24 (24). კორეა                    
58,10
25 (25). ბელგია                   
57,52
26 (26). ჩილე                      
56,85
27 (27). გერმანია               
55,96
28 (28). პოლონეთი            
55,64
29 (29). ჰონკონგი               
54,56
30 (30). მოლდოვა              
53,77
31 (31). კენია                      
52,78
32 (32). ზიმბაბვე                
52,63
33 ...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086792