საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის IX ტურის პირველ სათამაშო დღეს გამართული ორივე მატჩი უხვქულიანი გამოდგა და გამარჯვებულმა გუნდებმა 5-5 ქულა მიითვალეს.
“ბათუმმა” “ანგისაზე” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა, პრემიალური ქულით 39:17 დაამარცხა და პირველი წრის დასკვნითი ტურის შემდეგ, საპლეიოფო ექვსეულიდან გამოაძევა. ბათუმელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დაისაჯნენ სინბინით, ეს ქულებშიც ასახეს. “ლოკომოტივმა” 2 ლელო კი გაიტანა, მაგრამ თავად ხუთი გაუშვა და მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მარაგში აქვთ თითო-თითო გადადებული თამაში, 22 ნოემბერს “ბათუმი” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს და კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ექნება.
მეორე შეხვედრაში თბილისში, “ავჭალაზე” გაიმართა და აუტსაიდერმა “თიბიეს უნივერსიტეტმა” “ჯიქებს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თუმცა, პირველი ლიგის დებიუტანტმა იბრძოლა და ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ თავად 6 გაუშვა და 17:43 დამარცხდა. შედეგად, “ჯიქები” 20 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა და ერთი თამაშიც მარაგში აქვს. “თიბიესი” 9 თამაშის შემდეგ 3 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და ძნელად სავარაუდოა მეორე წრეში სიტუაცია ისე შეცვალოს, რომ პირდაპირ გასავარდნ მე-10 პოზიციას თავი დააღწიოს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
IX ტური
15 ნოემბერი
ბათუმი. ანგისა.
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 39:17
თბილისი. “ავჭალა”.
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 17:43
15/11 @ 17.50 | ქ | სხვ | მ-წ*ფ | $ |
ბოლნისი ყოჩები | 31 | +79 | 7-0*1 | 1 |
ხარები რუსთავი | 24 | +52 | 5-2*1 | 2 |
ლელო სარასენს | 20 | +9 | 4-2*2 | 0 |
ჯიქი | 20 | +8 | 4-3*1 | 2 |
არმია | 18 | -29 | 4-4 | 2 |
ბათუმი | 17 | +3 | 3-4*1 | 3 |
ლოკომოტივი | 16 | -14 | 3-5 | 4 |
აია ქუთაისი | 15 | -10 | 3-4 | 3 |
არმაზი | 14 | +8 | 3-3 | 2 |
თიბიეს უნივერს’ | 3 | -106 | 0-9 | 3 |
16 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 14:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი”. 15:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია