ამბები

16:36 | 16.09.2013 | ნანახია 1696 - ჯერ

ზელანდიამ პოზიციები გაიმყარა

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში აგერ 46 თვეა ახალი ზელანდია ლიდერობს. “ოლ ბლექსმა” “ოთხი ერის” გასულ ტურში სამხრეთ აფრიკის 29:15 დამარცხებით, საკუთარი პოზიცია კიდევ გაიმყარა და ახლა უახლოეს მდევარს 3,56 ქულით უსწრებს.

მიუხედავად მარცხისა, აფრიკელები მეორე ადგილს ინარჩუნებენ და უახლოეს მდევარ ინგლისს ჯერაც სოლიდური სხვაობით უსწრებენ. ავსტრალიამ არგენტინა 14:13 კი დაამარცხა, მაგრამ ეს მის რეიტინგზე არ ასახულა და კვლავ ინარჩუნებს მე-4 პოზიციას, ისევე, როგორც არაფერი შეხებია არგენტინის მე-10 ადგილს.

“ოთხი ერის” მომდევნო ტურის თამაშები 28 სექტემბერს გაიმართება, როდესაც სამხრეთ აფრიკა ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო ახალი ზელანდია არგენტინას ეწვევა და ცვლილებებს 30 სექტემბრამდე არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ნაკრები 67,66 ქულით კვლავაც მე-16 ადგილზეა და ცვლილებები მხოლოდ ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს შეეხება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 16 სექტემბრისთვის

1      (1). ახალი ზელანდია     92,07

2      (2). სამხრეთ აფრიკა     88,51

3      (3). ინგლისი                 85,76

4      (4). ავსტრალია            83,67

5      (5). საფრანგეთი           81,59

6      (6). უელსი                    81,36

7      (7). სამოა                      80,42

8      (8). ირლანდია             79,58

9      (9). შოტლანდია           76,95

10    (10). არგენტინა            76,41

11    (11). ტონგა                   74,77

12    (12). იტალია                 74,17

13    (13). ფიჯი                     73,56

14    (14). კანადა                  72,68

15    (15). იაპონია                 71,98

16  (16). საქართველო      67,66

17    (17). რუმინეთი             66,18

18    (18). აშშ                         64,91

19    (19). რუსეთი               61,99

20   (20). ესპანეთი              60,44

21    (21). ურუგვაი              59,87

22   (22). პორტუგალია       58,82

23   (23). ნამიბია                 58,70

24   (24). კორეა                  58,10

25   (25). ბელგია                 57,52

26   (26). ჩილე                    56,85

27   (27). გერმანია             55,96

28   (28). პოლონეთი          55,64

29   (29). ჰონკონგი             54,56

30   (30). მოლდოვა            53,77

31    (31). კენია                    52,78

32   (32). ზიმბაბვე              52,63

33    ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091731