ჩელენჯ კაპი

19:24 | 20.02.2016 | ნანახია 2467 - ჯერ

რუსები ევოთასებზე ორი გუნდით!
ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირი ფართოვდება

საკლუბო ტურნირების ორგანიზატორმა European Professional Club Rugby-მ რუსეთის რაგბის კავშირში დასტური აფრინა და აუწყა, რომ 2016 წლიდან მორაგბეთა საკლუბო ტურნირებში ამ ქვეყნის ორი გუნდი ჩაერთვება.

წერილში წერია, რომ „ენისეი“ 2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, რომელიც ამა წლის აპრილში გაიმართება. იქვე მითითებულია, რომ ეს გუნდის 2015/2016 წლების ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული თამაშის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ კრასნოაირსკელებმა, საქართველოს ნაკრების შუამარბ დავით კაჭარავასთან ერთად, სოჭში ფრანგული „ბრივი“ და ინგლისური „ნიუკასლი“ (კაჭარავამ ამ შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა) დაამარცხეს. მართალია მათ ჯგუფში ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწიეს, მაგრამ პატივისცემა დაიმსახურეს და ჯილდომაც არ დააყოვნა.

ამრიგად, ორრაუნდიან პლეი ოფში იტალიურ „როვიგოს“ ახლა სწორედ „ენისეი“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილს ასევე იტალიური „კალვიზანო“ და რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსი“ შეადგენენ. შეგახსენებთ, რომ „როვიგომ“ და „ტიმიშოარა-სარასენსმა“ წელს ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა თავ-თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს.

ორგანიზატორებმა „მშრალზე“ არც 2015 წლის რუსეთის ჩემპიონი „კრასნი იარი“ დატოვეს, რომელსაც პირველადი ინფორმაციით „როვიგოსთან“ „ენისეის“ მაგივრად უნდა ეთამაშა და ის 2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩართო. წლევანდელთან შედარებით, საკვალიფიკაციო ტურნირი გაფართოვდება და 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება. მონაწილე გუნდები ჯერ ცნობილი არაა და იმედია, გაფართოებულ ტურნირში მინიმუმ ერთი ქართული კლუბის მაინც მოხერხდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:47 | 23.02.2016
GiorgiG83 (525)

ხაიმე...

23:00 | 20.02.2016
Tornike Beridze (1)

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წლევანდელი ჩემპიონის ფინანსური დახმარება ჩელენჯ ქაფზე სამონაწილეოდ. თუ გვინდა ექვსი ერი, ევროპას თვალში ეკლად უნდა ვეჩხირებოდეთ ყველგან.

ამასთანავე მნიშნელოვანი პრიორიტეტულად ვაქციოთ შვიდკაცა, უკვე ძაან ჩამვრჩით არასარაგბო ქვეყნებს, როგორებიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია. ცოტა ხანში ბელგია და ლიტვაც გვაჯობებს, არადა ოლიმპიური სახეობაა და ძაან მაგარი იქნებოდა თუნდაც შემდეგ ოლმპიადაზე იქ მოხვედრა!!!

19:40 | 20.02.2016
DataN24 (215)

რა გახდა რა ერთი გუნდის დაფინანსება 6 ერს გავიძახით გამწარებული არადა ჩელენჯ ქაფზეც კი 1 გუნდი ვერ გაგვიყვანია. ამის შემყურე 6 ერის "მამებს" რა ფინანსური დაინტერესება უნდა ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ ევროტურნირები აუცილებელია, რათა ჩვენი ჩემპიონატი გაძიერდეს და ადგილობრივ კლუბებში მოთამაშეებმაც მეტი გამოცდილება მიიღოს ამით ხაზის მოთამაშეების დონეც აიწევს და ნაკრებში მეტი კონკურენცია იქნება

0.093267