21-22 სექტემბერს ბუქარესტში ფირა-აერის შვიდკაცა რაგბის 2013 წლის გრან პრის სერიის მორიგი, ფინალური ეტაპი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ქართველი მორაგბეები A ჯგუფში მასპინძელ რუმინეთს, ინგლისს, უელსს, პორტუგალიას და იტალიას დაუპირისპირდებიან, B ჯგუფი კი რუსეთმა, საფრანგეთმა, შოტლანდიამ, ესპანეთმა, გერმანიამ და უკრაინამ დააკომპლექტეს.
21 სექტემბერს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას, რუმინეთს, იტალიას და უელსს გაეჯიბრება, 22-ში კი ძალებს ინგლისთან მოსინჯავენ. მომდევნო მეტოქეები იმისდა მიხედვით შეირჩევა, ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე როგორ შედეგებს აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ ლიონში გამართულ პირველ ეტაპზე ინგლისელებმა იმარჯვეს, საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქულები ასე გადანაწილდა: 18 ინგლისი, 16 რუსეთი, 15 საფრანგეთი, 14 უელსი, 12 პორტუგალია, 10 შოტლანდია, 8 ესპანეთი, 6 რუმინეთი, 4 იტალია, 3 გერმანია, 2 უკრაინა, 1 საქართველო.
ტურნირის ფორმატის თანახმად, 2 ეტაპის ჯამში, გრან-პრის მაჩანჩალა ელიტიდან გავარდება და 2014 წლისთვის ადგილს ბელგიას დაუთმობს. ცნობილია ისიც, რომ ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, პორტუგალიის, შოტლანდიის და ესპანეთის გარდა, 2 საუკეთესო გაისად ჰონგ კონგში დაგეგმილ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ისპარეზებს.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტისთვის
1. ბიძინა სამხარაძე
2. ლევან გოგოლაშვილი
3. რამაზ ხარაზიშვილი
4. რატი ნუცუბიძე
5. გიორგი კალმახელიძე
6. გიორგი ჯიმშელაძე
7. ბახვა კობახიძე
8. გიორგი შკინინი
9. ზურაბ ძნელაძე
10. დიმიტრი კალანდაძე
11. შავლეგ მახარაშვილი
12. თორნიკე ცერცვაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია