ამბები

15:16 | 20.09.2013 | ნანახია 1864 - ჯერ

15-წლამდელები დედაქალაქების პირველობაზე ითამაშებენ

21 და 22 სექტემბერს, პარიზში ჟან ბუანზე (Stade Jean-Bouin), “სტად ფრანსეს” სტადიონზე გაიმართება ყოველწლიური “დედაქალაქების ტურნირი” (Tournoi des Capitales), რომელშიც დედაქალაქებისა და მსხვილი ქალაქების 15-წლამდე მორაგბეთა რაგბი 7-ის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას. ტურნირში, თბილისის ნაკრების სახელით საასპარეზოდ, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები გაემგზავრა.

დედაქალაქების ტურნირში, რომელიც საფრანგეთის რაგბის კავშირისა და პარიზის რაგბის კომიტეტის ორგანიზებით იმართება, ქართველი 15-წლამდელები მეორედ მონაწილეობენ. პირველად, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს U15 ნაკრებმა 2010 წელს იასპარეზა და ფინალში კეიპტაუნის ნაკრებთან დამარცხდა.

წელს ტურნირზე შემდეგი ქალაქების ნაკრებები მონაწილობენ: ბრიუსელი, ბუქარესტი, დუბლინი, ჰაიდელბერგი, თბილისი, ნაირობი, ბუენოს აირესი, ჟენევა, პარიზი (ილ დე ფრანსის ნაკრები), სიდნეი, ბრიჯენტი, სკოტიშ ბორდერსი, ვილნიუსი, კეიპტაუნი, ბრივი და ტულუზა.

საქართველოს ნაკრები: რეზი ხარაზიშვილი (კაპ.), ლუკა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, საბა ჟორჟიკაშვილი, საბა ხურცილავა, აჩიკო ღონღაძე, საბა მინდიაშვილი, თედო აბჟანდაძე, მიხეილ შუბითიძე, დავით მარგველანი, გიორგი კეპულაძე, ნიკა ქართველიშვილი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080382