ამბები

11:53 | 21.09.2013 | ნანახია 1474 - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა მარცხით დაიწყო

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალური ეტაპის გახსნითი მატჩი პორტუგალიასთან 0:7 დათმო.

ამ შეხვედრაში და ზოგადად ტურნირშიც, საქართველოს ნაკრები, რომელიც პრაქტიკულად ლეგიონერების გარეშე თამაშობს, ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდა. დროის უმეტესი პერიოდი უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ, მაგრამ კახა ალანიას შეგირდებმა პირველ ტაიმში საკუთარი ჩათვლის მოედნის ხელუხლებლად შენახვა მოახერხეს.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და ერთ წუთში მეტოქემ მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა და რთული გარდასახვაც გამოიყენა. ამის შემდეგაც ბურთი უმეტესად პორტუგალიას ჰქონდა. იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ქართველები მეტოქისთვის ოვალის ართმევას ახერხებდნენ, რეფერი ან ჯარიმას ხედავდა, ანაც ჩვენივე ნახევრიდან მოლით შეტევის მცდელობისას ბურთს უმოძრაოდ თვლიდა და პორტუგალიელებს შერკინების უფლებას აძლევდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა თავგანწირული დაცვით მეოტოქეს მეორე ლელოს გატანის საშუალება არ მისცა და პორტუგალიამაც 7:0 იმარჯვა. მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 13:32 საათზე მასპინძელ რუმინეთთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა, რის გამოც რუმინეთში ჯგუფში მინიმუმ III-IV ადგილი უნდა დაიკავოს, რათა ჯამში შედარებით მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს და დაქვეითებას თავი დააღწიოს. გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში მე-12 ადგილოსანს გაისად ბელგია ჩაანაცვლებს.

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტისთვის: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100985