ამბები

22:57 | 23.09.2013 | ნანახია 2756 - ჯერ

15-წლამდელმა მორაგბეებმა “დედაქალაქების ტურნირზე” მე-4 ადგილი დაიკავეს

“დედაქალაქების ტურნირზე”, რომელიც 21-22 სექტემბერს პარიზში ჩატარდა, თბილისის სახელით მოასპარეზე საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.

ტურნირის პირველ დღეს 15-წლამდელებმა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ჩაატარეს – დუბლინთან და ნაირობისთან გაიმარჯვეს, ხოლო ტულუზასთან შეხვედრა კი დათმეს. მე-2 დღეს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, თბილისელი მორაგბეები ბუენოს აირესელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 17:7 მოიგეს.

მეოთხედფინალში U-15 ბრივის გუნდს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 5:10 დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისათვის მატჩში, ქეიფთაუნის გუნდმა დაგვამარცხა ანგარიშით – 26:0.

მონაწილე გუნდები: ბრიუსელი, ბუქარესტი, დუბლინი, ჰაიდელბერგი, თბილისი, ნაირობი, ბუენოს აირესი, ჟენევა, პარიზი (ილ დე ფრანსის ნაკრები), სიდნეი, ბრიჯენტი, სკოტიშ ბორდერსი, ვილნიუსი, კეიპტაუნი, ბრივი და ტულუზი

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები: რეზი ხარაზიშვილი (კაპ.), ლუკა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, საბა ჟორჟიკაშვილი, საბა ხურცილავა, აჩიკო ღონღაძე, საბა მინდიაშვილი, თედო აბჟანდაძე, მიხეილ შუბითიძე, დავით მარგველანი, გიორგი კეპულაძე, ნიკა ქართველიშვილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075208