ამბები

10:57 | 30.09.2013 | ნანახია 2751 - ჯერ

“ლელომ” ლიდერობა დაიბრუნა, “აიამ” რთულ ბრძოლაში იმარჯვა

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-4 ტურის დასკვნითი დღე სტუმრების იყო. თბილისის “ლელომ” ბათუმიდან ქულათა მაქსიმუმი წამოიღო, ხოლო ქუთაისის “აიამ” “ჯიქებთან” მძიმე ბრძოლაში 4 ქულა აიღო.

სამი ტურის შემდეგ “ბათუმი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ქულა არ ჰქონდა აღებული და ეს ვერც მე-4 ტურში მოახერხა. ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის “ლელომ”, სადებიუტო ტურში “ყოჩებთან” განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მესამე თამაშში შეძლო ქულათა მაქსიმუმის აღება. ზღვისპირეთში მათ მასპინძლებს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ყველა ლელო უკანახაზელებმა გაიტანეს.

ანგარიში მე-8 წუთზე ლექსო გუგავამ გახსნა, რაზეც მასპინძლებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ამის შემდეგ ქულაც ვეღარ აიღეს. ტაიმის შუაში გუგავა ერთხელაც გაიქცა ფლანგზე და რადგან გარდასახვები არაზუსტი იყო, “ლელო” შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად ირაკლი ყიასაშვილმა ორი ჯარიმით უპირატესობა, ხოლო 64-ე წუთზე სანდრო ნიჟარაძემ მესამე ლელო გაიტანა. მატჩის მიწურულს დაჩი კოპაძემ სტუმართა მეოთხე ლელოც მიითვალა და საქართველოს ჩემპიონმა 28:3 მოგებით და პრემიალური ქულის აღებით, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.

თბილისში “ჯიქებმა” მორიგი ბრძოლა გამართეს და უქულოდ არც ამჯერად დარჩნენ, მაგრამ გამარჯვებული ქუთაისის “აია” გამოვიდა. ანგარიში ნუგზარ გიორგაძემ ჯარიმით გახსნა, მაგრამ ხუთ წუთში სტუმართა იერიში გიორგი ფრუიძის ლელოთი დაგვირგვინდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და გიორგაძის მორიგი ჯარიმის შემდეგ, ტაიმი “ჯიქებმა” 6:5 მოიგო. მსაჯის დამატებულ წუთებზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბე გაასინბინა, სულ კი, თამაშში ყვითელი ბარათი ექვსჯერ ამოიღო.

53-ე წუთზე გაგა სინაურიძემ ჯარიმა გაიტანა და “აიას” ლიდერობა დაუბრუნა, ხოლო მეორე ნახევრის შუაში გიორგი აბრამიძემ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში 15:6 გახდა. მალევე მერაბ მატკავა ყვითელი ბარათით დაისაჯა და ქუთაისელები უმცირესობაში დარჩნენ. 71-ე წუთზე კიდევ ერთხელ ატყდა ჩხუბი და რეფერიმ მოედნიდან ამჯერადაც ორივე გუნდის მორაგბე დაითხოვა. კაცნაკლულმა “აიამ” პირველ ჯერზე ქულა არ გაუშვა, მაგრამ თამაშის მიწურულს გელა შალამბერიძემ მიიღი ყვითელი ბარათი და ამჯერად “ჯიქებმა” ლელო გაიტანეს. თავი ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო, რის შემდეგაც სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და “აიამ” თბილისიდან 4 ქულა წაიღო, ხოლო “ჯიქები” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. 

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი

29 სექტემბერი

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ლელო (თბილისი) 3:28 (3:10)

ბათუმი: 15. სვინტრაძე, 14. გოგიტიძე, 13. აშვეთია, 12. ოქროპირიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია (ჩუბინიძე 31), 9. შამულო; 1. ხოჭოლავა (აბესლამიძე 51), 2. კელენჯერიძე, 3. მოქია (კაიკაციშვილი 71), 4. თებიძე, 5. ბერიძე, 6. კორტავა, 7. ალიქაძე, 8. მეგრელიძე.

1 ჯარიმა: ოდიშარია

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. კოპაძე (კორკელია 80), 12. ცერცვაძე (ხეცურიანი 79), 11. გუგავა (ზაალიშვილი 80), 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. კვერნაძე (სანიკიძე 54), 2. ბელქანია, 3. მელიქიძე (სარჯველაძე 78), 4. ხორბალაძე (რ. კვაჭაძე 51), 5. ქოიავა, 6. სურგულაძე (არველაძე 79), 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.

4 ლელო: გუგავა (2), ნიჟარაძე, კოპაძე

1 გარდასახვა: ყიასაშვილი

2 ჯარიმა: ყიასაშვილი

 

თბილისი. “ავჭალა”

ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 13:15 (6:5)

ჯიქები: 15. შარმაზანაშვილი (კიკნაძე 51), 14. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი, 11. სვანიძე, 10. გიორგაძე, 9. ნადირაძე (ჭინჭარაული 41); 1. ჯონჭარაძე (ოქრიაშვილი 50), 2. სვანიძე, 3. ხატიაშვილი (ჯინჭარაძე 78), 4. გოგოლიძე (ტრაპაიძე 77), 5. მჭედლიშვილი, 6. ტუჩაშვილი, 7. მამრიკიშვილი, 8. შენგელია.

1 ლელო: მამრიკიშვილი

1 გარდასახვა: კუპრეიშვილი

2 ჯარიმა: გიორგაძე

2 სინბინი: ხატიაშვილი (40), კიკნაძე (71)

აია: 15. ძნელაძე, 14. კიკვიძე (კვერნაძე 58), 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (ტორაძე 75), 3. ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 63), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 71), 6. რევიშვილი, 7. ყურაშვილი, 8. შაშიაშვილი (დანგაძე 50).

2 ლელო: ფრუიძე, აბრამიძე

1 გარდასახვა: სინაურიძე

1 ჯარიმა: სინაურიძე

4 სინბინი: ულუმბელაშვილი (40), მატკავა (65), აბრამიძე (71), შალამბერიძე (80)

 

1 ლელო         
4 3 0 1 120-57 15
2 არმაზი      
4 3 0 1 106-66 14
3 აია        
4 3 0 1 62-49
14
4 ლოკომოტივი      
4 3 0 1 68-65 12
5 ყოჩები      
4 2 1 1 87-67
11
6 არმია       
3 2 0 1 74-47 9
7 ჯიქები    
4 1 1 2 77-79 8
8 ხარები   
3 0 0 3 39-92
1
9 აკადემია    
3 0 0 3 24-79 1
10 ბათუმი    
3 0 0 3 29-85 0

მომდევნო ტური (5-6 ოქტომბერი):

ყოჩები - ხარები, აია - არმაზი, არმია - ჯიქები, ლელო - ლოკომოტივი, აკადემია - ბათუმი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083765