“რაც უფრო გვიახლოვდება ნოემბერი, დიდი გულისყურით ველოდებით ჩვენი ეროვნული ნაკრების შეხვედრებს ნოემბრის ყოველწლიურ ტესტებზე, რომლებიც საქართველოში გაიმართება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან მუდმივი და რეზულტატური ურთიერთობის შედეგად, ჩვენი ნაკრებისათვის ნოემბრის ტესტების ოდენობა სამამდე გაიზარდა.
ნოემბერში საქართველოში კვლავ გვესტუმრებიან კანადისა და ამერიკის ეროვნული ნაკრებები, ხოლო სამოას ეროვნული ნაკრები კი პირველად ესტუმრება თბილისს.
კანადა – კანადის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე თამაშით დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ამაზე ის ფაქტიც მოქმედებს, რომ მან პირველმა შეძლო მომავალი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპზე გასვლა. რა თქმა უნდა, ეს დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მათ უკვე რამოდენიმეჯერ ვეთამაშეთ, ისინი კვლავ ძლიერ და კარგ ოპონენტებათ ითვლებიან ჩვენი ბიჭებისათვის. მათ შეკრული გუნდი ყავთ და ეცდებიან ნოემბრის მოგზაურობა პოზიტიურად დაიწყონ. ორივე გუნდისათვის პირველი მატჩი საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან მოსამზადებელი პერიოდი მოკლეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშის მოსაგებად ისინი ყველაფერს გააკეთებენ.
აშშ – კანადის მსგავსად, აშშ-ს ნაკრები ჩვენთის კარგად ნაცნობი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2015 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩები დათმეს კანადასთან, ისინი ძლიერი მეტოქეები არიან. უდაოდ ამ მატჩისათვის ისინი დიდი გულისყურით მოემზადებიან, ვინაიდან ჩვენს მსგავსად, თასზე ჯერ არ გასულან. ვინაიდან აშშ-ს ნაკრები ჩვენ ბიჭებს ხვდება, მას შემდეგ რაც ჩვენ კანადის ნაკრებს ვუმასპინძლებთ, ისინი ეცდებიან თავიანთი სრული პოტენციალის ჩვენებას და ჩვენთან მატჩში თავიანთი თამაშის ხარისხის აწევას, რათა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო, ამერიკის კონტინენტის პლეიოფების სერიაში უფრო გაძლიერებულნი წარდგნენ. ორივე გუნდს ექნება ჩატარებული თითო მატჩი და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ისინი მოუმატებენ და შესანიშნავ თამაშს შემოგვთავაზებენ.
სამოა – სამოას ეროვნული ნაკრები, რომელიც ამ დროისათვის IRB-ს მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, ნებისმიერი ოპონენტისათვის უდაოდ ძალზედ ძლიერ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. რამდენადაც მე ვიცი, მათი 30 კაციანი გუნდიდან 28 მოთამაშე ევროპის სხვა და სხვა ტოპ-ლიგებში გამოდიან. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად, მათ შეძლეს თავიანთ ისტორიაში პირველად ასეთი მაღალი ადგილის დაკავება მსოფლიო რეიტინგში.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება მესამე და შესაბამისად ბოლო მატჩი ჩვენი ბიჭებისათვის ნოემბრის ტესტების ფარგლებში, მათ ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა განსაკუთრებულად მოემზადონ ამ შეხვედრისათვის. თავიანთი თავდაუზოგავი მცდელობებისა და მიღწევების გამო, სამოა ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო დონის გუნდის სტატუსს და ისინი უდაოდ ყველანაირ ძალღონეს იხმარენ, რათა არ დათმონ შეხვედრა ჩვენ ნაკრებთან.
ძალზედ საინტერესო ტესტების სერია ელოდებათ ჩვენ ბიჭებს ნოემბერში და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე იმის დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი მოვა შეხვედრებზე და ჩვენ ბიჭებს ტრადიციულად, მათთვის ჩვეულად ხმამაღლა დაუდგება მხარდამხარ. თითოეული თამაში იქნება განსხვავებული და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ გასაოცარ მომენტს მოგვიტანს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მოუთმენლად ელოდება თითოეულ ამ შეხვედრას, ვინაიდან ეს მატჩები მოგვცემს ჩვენი პროგრესის ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს მატჩები ნაკრებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და მოამზადებს მათ მსოფლიო თასზე გასასვლელ ფინალური ეტაპეტისათვის – ევროპის ერთა თასის გათამაშებისათვის.
ვიმედოვნებ, რომ ყველანი უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ ამ ძალზედ საინტერესო შეხვედრებიდან და მოდით ყველა ერთად გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს, ვინაიდან ნოემბერში ისინი ძალზედ რთულ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდებიან”.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია