საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა “ლელომ” დაამტკიცა, რომ ტიტულს ტყუილუბრალოდ არ ფლობს და პირველ ტურში განცდილი მარცხი, შემთხვევითობა იყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ “ყოჩებთან” განვითარებულ მოვლენებს მთლად შემთხვევითობას ვერ დავარქმევთ, მაგრამ მას შემდეგ, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა შეთამაშების პრობლემა გააუმჯობესეს და თუ აქამდე მხოლოდ აუტსაიდერთა შორის მყოფ გუნდებს ამარცხებდნენ, ამჯერად, ჩემპიონობის მაძიებელი “ლოკომოტივი” წამოაქციეს. ტრადიციულად, ჩემპიონებმა საწყის ნახევარ საათში მოიპოვეს უპირატესობა და მერე დამსახურებულად მიღებული ფორა ხელიდან აღარ გაუშვეს.
ქულათა უმეტესობა ირაკლი ყიასაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მე-14 წუთზე დროულად ჩაერთო იერიშში, მოწინააღმდეგეები ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა, რასაც მანვე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ათ წუთში, მანვე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მალევე ბექა წიკლაურმაც გამოიყენა ჯარიმა. 34-ე წუთზე, დაცვაში კარგად მოთამაშე “ლელომ” მეორე ლელო გაიტანა. ლექსო გუგავამ ცარიელი ზონა მონახა და ბურთი ფეხით გადაკიდა, ყველას ბაჩო კოლელიშვილმა დაასწრო და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.
მალევე, ლელოელთა ლიდერი განზრახ ბინძური თამაშისთვის სინბინით დაისაჯა და რკინიგზელებმა უპირატესობა გატანილ ლელოში ასახეს - 8:17. შესვენების შემდეგ “ლოკომოტივი” გააქტიურდა, მაგრამ ლელოს გატანა რომ ვერ შეძლო, მერე წიკლაურმა ჯარიმა დაკრა. ყიასაშვილმა მეორე ნახევრის შუაში, ჯარიმით, საკუთარ გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალება მისცა. შეხვედრის დასრულებამდე 4-5 წუთი რჩებოდა, როდესაც წიკლაურმა ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და სიტუაცია ისევ დაიძაბა, მაგრამ “ლოკომოტივმა” მშველელი ლელოს გატანა ვერ მოახერხა და თამაშიც “ლელოს” გამარჯვებით დასრულდა - 20:14.
კვირა დღის მეორე მატჩში, ერთმანეთს აუტსაიდერები ხვდებოდნენ. “ბათუმი” გამარჯვებასთან” ახლოს იყო, მაგრამ უდისციპლინობამ, მხოლოდ 1 პრემიალური ქულის ამარა დატოვა. შესვენებამდე, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ზღვისპირელები 9:3 დაწინაურდნენ, მაგრამ 68-ე და 72-ე წუთებზე დაჯარიმდნენ და წონასწორობა აღდგა. ორიოდე წუთში, “ბათუმი” ისევ ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ 76-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა, ხოლო 79-ეზე დავითაშვილმა ერთი ზუსტი ჯარიმაც დაჰკრა და “აკადემიას” წლეულს პირველი გამარჯვება მოუტანა. “ბათუმმა” წელს პირველი ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დროებით მაინც დააღწია, ოღონდ, “ხარებს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
6 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 15:12 (3:3)
აკადემია: 15. მელაძე (მაკაროვი 55), 14. ჭუაძე, 13. წასიძე (კალანდარიშვილი 65), 12. ილურიძე, 11 სიჭინავა, 10. ქოპილაშვილი (ჯ. ღამბაშიძე 47), 9. შ. დავითაშვილი; 1. ფეიქრიშვილი, 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე, 4. ლუარსაბიშვილი, 5. ბერიკაშვილი (ნებულიშვილი 57), 6. ნიბლაძე, 7. გოგოლაძე, 8. შუბითიძე.
5 ჯარიმა: მელაძე, დავითაშვილი (4)
ბათუმი: 15. სვინტრაძე (ს. ევგენიძე 59), 14. ბ. ევგენიძე, 13. გოგიტიძე, 12. ოქროპირიძე, 11. კალანდაძე, 10. აშვეთია, 9. ჩუბინიძე (შამულო 65); 1. ხოჭოლავა (სულაბერიძე 63), 2. კელენჯერიძე (სერგია 74), 3. მოქია, თებიძე, 5. ბერიძე, 6. კორტავა (დუმბაძე 74), 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი.
4 ჯარიმა: ჩუბინიძე (3), კალანდაძე
1 სინბინი: კელენჯერიძე
თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 20:14 (17:8)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გუგავა, 13. კოპაძე, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ნელქანია (ლომთაძე 67), 3. პატარაია (მელიქიძე (54), 4. ნიკოლაიშვილი, 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, 7. კოლელიშვილი (მძინარიშვილი 77), 8. ჭყოიძე.
2 ლელო: ყიასაშვილი, კოლელიშვილი
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 სინბინი: ყიასაშვილი
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. დ. ჭურღულია, 12. კავთიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე (ბალიაშვილი 67), 4. ხულუაშვილი, 5. გეგია (რ. სამხარაძე 53), 6. ახვლედიანი (ბეკოშვილი 75), 7. ბერიშვილი, 8. კიკვიძე (გასვიანი 53).
1 ლელო: გეგია
3 ჯარიმა: წიკლაური
1 | ლელო |
5 |
4 |
0 |
1 |
140-71 | 19 |
2 | აია |
5 | 4 | 0 | 1 | 90-52 | 19 |
3 | ყოჩები |
5 | 3 | 1 | 1 | 114-81 | 15 |
4 | არმაზი |
5 | 3 | 0 | 2 | 109-94 | 14 |
5 | ლოკომოტ. |
5 | 3 | 0 | 2 | 82-85 |
13 |
6 | არმია |
4 | 2 | 1 | 1 | 92-65 |
11 |
7 | ჯიქები |
5 | 1 | 2 | 2 | 95-97 | 10 |
8 | აკადემია |
4 | 1 | 0 | 3 | 39-91 | 5 |
9 | ბათუმი |
4 | 0 | 0 | 4 | 41-100 | 1 |
10 | ხარები |
4 | 0 | 0 | 4 | 53-119 |
1 |
მომდევნო ტური (12-13 ოქტომბერი)
აია - ყოჩები, არმაზი - არმია, ჯიქები - ლელო, ლოკომოტივი - აკადემია, ბათუმი - ხარები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია