რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, აგერ, უკვე 47-ე თვეა ახალი ზელანდიის ნაკრები ლიდერობს და როგორც ჩანს, მათ ჰეგემოანიას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ემუქრება.
ამ უქმეების შემდეგ, “ოლ ბლექსი” ლიდერის პოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, მაგრამ ლამაზ სტილში სამხრეთ აფრიკის 38:27 დამარცხების შემდეგ, მათ, ოთხი ერის თასის მოპოვების გარდა, უახლოეს მდევართან უპირატესობა 5,19 პუნქტამდე გაზარდეს. მიუხედავად მარცხისა, “ბოკემ” მეორე პოზიცია შეინარჩუნა და 2-ზე მეტი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ინგლისს.
ავსტრალიამ, არგენტინაში მასპინძელთა 54:17 განადგურებით, სარეიტინგო ქულები კი მიიღო, მაგრამ ეს, წინსვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ისინი ისტორიაში ყველაზე დაბლა - მეექვსე ადგილამდე დაშვებას გადაურჩნენ, რასაც მარცხის შემთხვევაში ვერ აცდებოდნენ. არგენტინელებმა ჯერაც ვერ მოახერხეს ოთხ ერზე თავისი პირველი გამარჯვების მოპოვება და მე-10 საფეხურზე რჩებიან, თუმცა, მათი სიძლიერიდან გამომდინარე, ეს ადგილი, “პუმების” შესაფერისი სულაც არაა.
საქართველოს ნაკრები 67,66 ქულით კვლავაც მე-16 ადგილზეა და ცვლილებები მხოლოდ ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს შეეხება. ამ პერიოდში, ცვლილებები მრავლად იქნება, რადგან საქართველოს მსგავსად, მოწინავე ნაკრებებს ტესტ-მატჩების გამართვა უწევთ.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 7 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,05
2 (2). სამხრეთ აფრიკა 87,86
3 (3). ინგლისი 85,76
4 (4). ავსტრალია 84,25
5 (5). საფრანგეთი 81,59
6 (6). უელსი 81,36
7 (7). სამოა 80,42
8 (8). ირლანდია 79,58
9 (9). შოტლანდია 76,95
10 (10). არგენტინა 75,50
11 (11). ტონგა 74,77
12 (12). იტალია 74,17
13 (13). ფიჯი 73,56
14 (14). კანადა 72,68
15 (15). იაპონია 71,98
16 (16). საქართველო 67,66
17 (17). რუმინეთი 66,18
18 (18). აშშ 64,91
19 (19). რუსეთი 61,99
20 (20). ესპანეთი 60,44
21 (21). ურუგვაი 59,87
22 (22). პორტუგალია 58,82
23 (23). ნამიბია 58,70
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). ჩილე 56,85
27 (27). გერმანია 55,96
28 (28). პოლონეთი 55,64
29 (29). ჰონკონგი 54,56
30 (30). მოლდოვა 53,77
31 (31). კენია 52,78
32 (32). ზიმბაბვე 52,63
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია