ევროპის რანგით მეორე სარაგბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” 2013-2014 წლების გათამაშებაში, ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი მონაწილეობს. სამი მათგანი საფრანგეთს წარმოადგენს, ერთი კი, რუმინული “ბუქარესტია”, რომლის შემადგენლობაშიც, ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ოთარ ტურაშვილი თამაშობს.
“ჩელენჯ ქაფის” სადებიუტო ტურში, საქართველოს ნაკრების კანდიდატებიდან მხოლოდ ორმა ითამაშმა და ორივემ E ჯგუფში, პარიზული “სტად ფრანსეს” შემადგენლობაში. დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გუნდმა ტურნირის დებიუტანტს, პორტუგალიურ “ლუზიტანოსს” 6 300 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და მომხვდური 61:3 გაანადგურა. პორტუგალიელები წელს ტურნირში ესპანელების ნაცვლად ჩაებნენ და დიდი ალბათობით, წარმატების შანსი მხოლოდ იტალიურ “კავალიერ პრატოსთან” თუ ექნებათ. სამაგიეროდ, პორტუგალიის ნაკრების კანდიდატები, რომლებითაც ეს გუნდია დაკომპლექტებული, მაღალ დონეზე თამაშის უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ.
წამყვანი ევროპული კლუბები, “ჩელენჯ ქაფზე”, უმეტესად, შერეული შემადგენლობებით თამაშობენ და ასე იყო ამ შემთხვევაშიც. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველი ნომერი ჟვანია, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში და 56 წუთი ითამაშა. განაცხადში იყო და მწვრთნელმა მოედანზე 51-ე წუთზე შეუშვა ქუბრიაშვილი. პარიზელებმა ცხრა უპასუხო ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და მომდევნო ტურში, კიდევ ერთ აუტსაიდერს, “კავალიერ პრატოს” იტალიაში ეწვევიან. პირველ ტურში, იტალიელები ინგლისში, “ლონდონ აირიშთან” 11:60 განადგურდნენ.
ჩ ჯგუფში თამაშობს გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი”, რომელიც პირველ ტურში “კალვიზანოს” იტალიაში ეწვია და 2 ათასი მაყურებლის წინაშე, მხოლოდ ფრეს დასჯერდა. თამაში დაძაბული გამოდგა და იტალიელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა 76-ე წუთზე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და მატჩი 20:20 დასრულდა. ასეიშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, ხოლო შველიძე ტრავმირებულია. ბრიველები 19 ოქტომბერს ინგლისურ “ნიუკასლს” უმასპინძლებენ.
“ნიუკასლმა” პირველ ტურში რუმინეთში “ბუქარესტის” წინააღმდეგ ითამაშა და 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით, 13:12 იმარჯვა. ტურაშვილი შეცვლაზე, 57-ე წუთზე შევიდა. პირველი ტურის შემდეგ, ჩ ჯგუფში უქულოდ არცერთი გუნდი არ დარჩენილა და როგორც ჩანს, აქ ჯგუფიდან გასასვლელად ცხარე ბრძოლები გაიმართება.
B ჯგუფში, ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ინგლისურ “ბათს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 6:15 დამარცხდა. მომდევნო ტურში, ბორდოელები იტალიაში “მოლიანოსთან” ითამაშებენ.
ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. I ტური
A ჯგუფი
სეილ შარქსი (ინგლისი) - ბიარიცი (საფრანგეთი) 33:10
უაიონი (საფრანგეთი) - უორსტერი ვარიორსი (ინგლისი) 9:9
- სეილ შარქსი 1 1 0 0 33-10 4
- უაიონი 1 0 1 0 9-9 2
- უორსტერ 1 0 1 0 9-9 2
- ბიარიცი 1 0 0 1 10-33 0
მომდევნო ტური. 19 ოქტომბერი
ბიარიცი - უაიონი
უორსტერი - სეილი
B ჯგუფი
ნიუპორტი (უელსი) - მოლიანო (იტალია) 50:8
ბორდო (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი) 6:15
- ნიუპორტი 1 1 0 0 50-8 5
- ბათი 1 1 0 0 15-6 4
- ბორდო 1 0 0 1 6-15 0
- მოლიანო 1 0 0 1 8-50 0
მომდევნო ტური. 19 ოქტომბერი
მოლიანო - ბორდო
ბათი - ნიუპორტი
C ჯგუფი
ბუქარესტი (რუმინეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 12:13
კალვიზანო (იტალია) - ბრივი (საფრანგეთი) 20:20
- ნიუკასლი 1 1 0 0 13-12 4
- ბრივი 1 0 1 0 20-20 2
- კალვიზანო 1 0 1 0 20-20 2
- ბუქარესტი 1 0 0 1 12-13 1
მომდევნო ტური. 19 ოქტომბერი
ბუქარესტი - კალვიზანო
ბრივი - ნიუკასლი
D ჯგუფი
ბაიონი (საფრანგეთი) - გრენობლი (საფრანგეთი) 37:6
ვიადანა (იტალია) - უოსპსი (ინგლისი) 17:90
- უოსპსი 1 1 0 0 90-17 5
- ბაიონი 1 1 0 0 37-6 5
- გრენობლი 1 0 0 1 6-37 0
- ვიადანა 1 0 0 1 17-90 0
მომდევნო ტური. 17-18 ოქტომბერი
უოსპსი - ბაიონი
გრენობლი - ვიადანა
E ჯგუფი
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ლუზიტანოსი XV (პორტუგალია) 61:3
ლონდონ აირიში (ინგლისი) - კავალიერ პრატო (იტალია) 60:11
- სტად ფრანსე 1 1 0 0 61-3 5
- ლონდონ აირიში 1 1 0 0 60-11 5
- კავალიერ პრატო 1 0 0 1 11-60 0
- ლუზიტანოსი XV 1 0 0 1 3-61 0
მომდევნო ტური. 19 ოქტომბერი
ლუზიტანოსი XV - ლონდონ აირიში
კავალიერ პრატო - სტად ფრანსე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია