ინგლისი

11:08 | 20.02.2016 | ნანახია 1528 - ჯერ

“უოსპსში’’ დენი სიპრიანს სულმოუთქმელად ელიან

„უოსპსის“ გარემარბმა კრისტიან ვეიდმა დაუფარავად განაცხადა, რომ ყოველთვის სურდა დენი სიპრიანის მხარდამხარ თამაში და მოხარულია, რომ სულ მალე ეს რეალობად იქცევა.

კრისტიან ვეიდი: „უოსპს“ 18 წლის ასაკში შევუერთდი. დენისთვის ეს ბოლო წელი იყო ჩვენს გუნდში. ძალიან დამწყდა გული, რადგან მის გვერდით თამაშის საშუალება არ მომეცა. ახლა კი, მისი დაბრუნების ამბავი გავიგე და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია. გვერდით გყავდეს ისეთი უნივერსალი მოთამაშე, როგორიც სიპრიანია, ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და მთლიანი გუნდისთვის. დენის „უოსპსში“ სულმოუთქმელად ველით“.

ამრიგად, „უოსპსში“ მგეზავის პოზიციაზე სამი პრეტენდენტი იკვეთება - დენი სიპრიანი, რუარ ჯექსონი და ჯიმი გაფერთი. საინტერესოა, მიანიჭებს თუ არა იანგი უპირატესობას ვეიდის რჩეულს. ერთი რამ კი ცხადია, კონკურენტუნარიანი პოზიცია გუნდისთვის სარგებლის მომტანია და ეს შედეგის მომტანი აუცილებლად იქნება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097268