ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს “ავივა სთედიუმზე” საქართველოს სახეცვლილი დაუხვდება. იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკა 29:15 დაამარცხა, “სამყურების” სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ორი მორაგბეა.
მასპინძლებს პირველად უკაპიტნებს ეონ რედანი და ის გახდება ირლანდიის ნაკრების 103-ე კაპიტანი. სასტარტო შემადგენლობაში ორი დებიუტანტია, კიდევ ერთი კი, თადარიგშია. 23-კაციან განაცხადში მყოფი მორაგბეების უმეტესობას ნაკრებში 10-ზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო ყველაზე გამოცდილი შუამარბი გორდონ დ’არსია. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი ირლანდიური კლუბის მორაგბეები მოხვდნენ, “კონახტის” ორი წარმომადგენელი კი თადარიგშია.
პარასკევის მონაცემებით უკვე გაყიდულია 42 ათასი ბილეთი, რაც ირლანდიისა და არა ტიერ1-ის ქვეყნის ნაკრებების შეხვედრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. რა თქმა უნდა თამაშამდე გაყიდვები გაგრძელდება და დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბორჯღალოსნებთან” თამაშის საცქერლად “ავივა სთედიუმის” ტრიბუნები, რომელიც 51 700 მაყურებელს იტევს, პირთამდე შეივსოს. ცნობისათვის, ბილეთების ფასი 15 და 20, ხოლო ბავშვებისთვის 5 ევროა.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, კვირას, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იგეგმება. ტოტალიზატორების ვარაუდით, ირლანდიელებმა ქართველები 40 ქულის ფარგლებში უნდა დაამარცხონ.
16 ნოემბერი. ირლანდია. დუბლინი
“ავივა სთედიუმი”. 18:30 საათი (თბილისის დრო)
ირლანდია - საქართველო
ირლანდია: 15. ფელიქს ჯოუნზი (“მანსტერი”, 7 კეპი), 14. კრეიგ გილროი (“ოლსტერი”, 5), 13. დარენ ქეივი (“ოლსტერი”, 7), 12. გორდონ დ’არსი (“ლენსტერი”, 79), 11. საიმონ ზებო (“მანსტერი”, 9), 10. იან მედიგანი (“ლენსტერი” 11), 9. ეონ რედანი (“ლენსტერი”, 56, კაპ.); 1. დეივ ქილქოინი (“მანსტერი”, 11), 2. რიჩარდ სტრაუსი (“ლენსტერი”, 5), 3. მიკ როსი (“ლენსტერი”, 42), 4. დეივ ფოლი (“მანსტერი”, 0), 5. მიკ მაკ’კარტი (“ლენსტერი”, 16), 6. დომინიკ რაიანი (“ლენსტერი”, 0), 7. ტომი ო’დონელი (“მანსტერი”, 5), 8. რობი დიაქი (“ოლსტერი”, 1).
სათადარიგოები: 16. სეან ქრონინი (“ლენსტერი”, 36), 17. ჯეკ მაკ’გრასი (“ლენსტერი”, 11), 18. როდნი აჰ’იუ (“კონახტი”, 2), 19. დევინ თონერი (“ლენსტერი” 18), 20. რობინ ქოპლენდი (“მანსტერი”, 0), 21. კიარან მარმიონი (“კონახტი”, 2), 22. იან ქითლი (“მანსტერი”, 2), 23. სტუარტ ოლდინგი (“ოლსტერი”, 1).
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია