ამბები

14:59 | 20.10.2013 | ნანახია 3636 - ჯერ

ნავროზაშვილი “ბორდოს” პირველ გუნდში პირველად გამოჩნდა

 

ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელი ზაზა ნავროზაშვილი ფრანგული “ბორდოს” შემადგენლობაში აგერ უკვე მეორე სეზონია ირიცხება, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა.

ევროპის რანგით მეორე სარაგბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მეორე ტურში, მისი “ბორდო” იტალიას ეწვია და ადგილობრივი “მოლიანო” 1400 მაყურებლის წინაშე 32:20 დაამარცხა. 21 წლის ქართველი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და 61 წუთი ათამაშა. ბორდოელებს პირველი მატჩი წაგებული ჰქონდათ და ახლა უცილობლად გამარჯვება ჭირდებოდათ, მაგრამ მოულოდნელად, იტალიელებისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

ფრანგებმა ტაიმი 13:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისშივე ლელო-გარდასახვა გაუშვეს. მათ მალევე შეძლეს მეორე ლელოს გატანა, თუმცა, 57-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა უკვე მინიმუმამდე დავიდა, ხოლო 65-ე წუთზე “მოლიანო” ჯარიმით 20:18 დაწინაურდა. სამაგიეროდ, დასკვნითი 12 წუთი სრულად “ბორდოსი” იყო, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და 32:20 მოგებასთან ერთად პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ბორდოელები 5 ქულით II ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ და ლიდერ “ბათს” 3 ქულით ჩამორჩებიან. 6 დეკემბერს “ბორდო” უელსში “ნიუპორტს” ეთამაშება.

III ჯგუფში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” ინგლისური “ნიუკასლი” 23:16 დაამარცხა. შველიძე ტრავმირებულია, ხოლო ასეიშვილი განაცხადში არ იყო. 5 ათასმა მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, 67-ე წუთისთვის ანგარიში 16:16 იყო, მერე ფრანგებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და ერთი კვირის ნათამაშები ფრის შემდეგ, ამ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. “ბრივს” 6 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და 7 დეკემბერს “ბუქარესტს” რუმინეთში ეთამაშება.

რუმინელებმა იტალიურ “კალვიზანოს” უმასპინძლეს და 37:15 იმარჯვეს. “ბუქარესტის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა, რომელიც “ლოკომოტივის” აღზრდილია, მაგრამ რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით რამდენიმე თამაშიც ჩაატარა. ნახევარი საათის შემდეგ ანგარიში 12:12 იყო, მაგრამ 38-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და 17:12 დაწინაურდნენ. იტალიელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრძოლეს, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მასპინძლებს პრემიალური მეოთხე ლელოს გატანა არ დაანებეს. “ბუქარესტს” “ნიუკასლის” მსგავსად 5 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა.

მე-5 ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “კავალიერ პრატოს” იტალიაში ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და დიდი ძალისხმევის ხარჯზე მინიმალური სხვაობით იმარჯვა. არადა, 23-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მასპინძლები წითელი ბარათით დაისაჯნენ და თითქმის 1 საათი კაცნაკლულებმა ითამაშეს. ამასთან, ისინი კიდევ სამჯერ დაისაჯნენ სინბინით, აქედან ორჯერ დასკვნით 10 წუთში ხუთი წუთის ინტერვალით და სამკაცნაკლულებმა სასურველი შედეგი ვეღარ შეინარჩუნეს.

მანამდე იტალიელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს, მერე ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 47-ე წუთზე ლელო-გარდასახვა და 13:0 დაწინაურდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ პარიზელები. “კავალიერი” საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, მაგრამ 64-ე წუთზე არეკნით უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს. პარიზელებმა ჯერ ჯარიმით დაიყვანეს ჩამორჩენა 6 ქულამდე და 78-ე წუთზე ლელო მიითვალეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და მათ 17:16 იმარჯვეს. “სტად ფრანსე” 9 ქულით მეორე ადგილზეა, ერთით ჩამორჩება “ლონდონ აირიშს” და მათ 8 დეკემბერს ინგლისში ეთამაშება.

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. II ტური

A ჯგუფი

ბიარიცი (საფრანგეთი) - უაიონი (საფრანგეთი) 26:6

ვუსტერი (ინგლისი) - სეილ შარქსი (ინგლისი) 15:29

 

  1. სეილ შარქსი       2      2      0      0      62-25  9
  2. ბიარიცი               2      1      0      1      36-39  5
  3. ვურსტერ             2      0      1      1      24-38  2
  4. უაიონი                 2      0      1      1      15-35  2

 

მომდევნო ტური. 5 დეკემბერი

ვურსტერი - ბიარიცი

უაიონი - სეილი

 

B ჯგუფი

მოლიანო (იტალია) - ბორდო (საფრანგეთი) 20:32

ბათი (ინგლისი) - ნიუპორტი (უელსი) 26:10

 

  1. ბათი              2      2      0      0      41-16  8
  2. ნიუპორტი   2      1      0      1      60-34  5
  3. ბორდო         2      1      0      1      38-35  5
  4. მოლიანო      2      0      0      2      28-82  0

 

მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი

ნიუპორტი - ბორდო

მოლიანო - ბათი

 

 C ჯგუფი

ბუქარესტი (რუმინეთი) - კალვიზანო (იტალია) 37:15

ბრივი (საფრანგეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 23:16

 

  1. ბრივი             2      1      1      0      43-36  6
  2. ნიუკასლი      2      1      0      1      29-35  5
  3. ბუქარესტი    2      1      0      1      49-28  5
  4. კალვიზანო   2      0      1      1      35-57  2

 

მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი

ბუქარესტი - ბრივი

ნიუკასლი - კალვიზანო

 

D ჯგუფი

უოსპსი (ინგლისი) - ბაიონი (საფრანგეთი) 26:10

გრენობლი (საფრანგეთი) - ვიადანა (იტალია) 40:7

 

  1. უოსპსი          2      2      0      0      116-27 9
  2. ბაიონი           2      1      0      1      47-32  5
  3. გრენობლი    2      1      0      1      46-44  5
  4. ვიადანა         2      0      0      2      24-130 0

 

მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი

ბაიონი - ვიადანა

გრენობლი - უოსპსი

 

E ჯგუფი

ლუზიტანუში XV (პორტუგალია) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 6:67

კავალიერ პრატო (იტალია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 16:17

 

  1. ლონდონ აირიში    2      2      0      0      127-17 10
  2. სტად ფრანსე           2      2      0      0      78-19   9
  3. კავალიერ პრატო    2      0      0      2      27-77   1
  4. ლუზიტანუში XV   2      0      0      2      9-128   0

 

მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი

კავალიერ პრატო - ლუზიტანუში XV

ლონდონ აირიში - სტად ფრანსე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086753