ამბები

11:55 | 21.10.2013 | ნანახია 2306 - ჯერ

“აიამ” ლიდერობა განიმტკიცა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, გათამაშების ლიდერმა ქუთაისის “აიამ” თბილისში “არმია” 24:18 დაამარცხა და პოზიცია გაიმყარა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქუთაისელთა უახლოეს მდევარ “ლელოს” თავისი თამაში არ ჩაუტარებია, მომავალ ტურში კი, “აია” “ლელოს” მასპინძლობს და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდება.

თბილისურ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა იქონია, რომლის გამოც პირველ ტაიმში არმიელებმა ჯარიმების უმეტესობა კარში არ დაარტყეს. ამასთან, “აიამ” კარგი თამაში აჩვენა, შანსების უმეტესობა გამოიყენა და ბოლოს თავიც კარგად დაიცვა. შეხვედრის დებიუტი სწორედ ქუთაისელების იყო, რომლებმაც მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტეს, მე-7 წუთზე “არმიელთა” დაცვა ცრუმოძრაობაზე წამოეგო, ხაზი გაიჭრა და ბურთი ჩათვლის მოედანში გიორგი როხვაძემ შეიტანა, ხოლო გაგა სინაურიძემ გარდასახვა გამოიყენა.

“არმიამ” დაახლოებით 23 მეტრიდან მალევე მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ბურთი აუტში გადაიტანა და ლელოზე ითამაშა. სტუმრები დაჯარიმდნენ, ამჯერად თბილისელებმა ბურთი გაითამაშეს და “აიამ” პირველი მიძალება შეაჩერა, მაგრამ გიორგი ჯიმშელაძე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო. ბახვა კობახიძე გარდასახვას არცთუ რთული პოზიციიდან ასრულებდა, თუმცა, ქარმა მას მიზანის გასწორების და წონასწორობის აღდგენის საშუალება არ მისცა.

ორიოდე წუთში მას ეგებ “არმია” წინაც გაეყვანა, მაგრამ ქუთაისელები კარის გასწვრივ 42 მეტრში რომ დაჯარიმდნენ, ირაკლი ღვინჯილიამ ბურთი სწრაფად გაითამაშა და თბილისელებმა სახიფათო კონტრშეტევა აქეთ მიიღეს. მართალია ის ლელოთი არ დასრულდა, მაგრამ სინაურიძემ ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ორიოდე წუთში “არმია” უკვე შერკინებაში დაჯარიმდა და იმავე სინაურიძემ ქუთაისელთა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. 29-ე წუთზე 5-მეტრა შერკინებაში უკვე “აია” დაჯარიმდა და კობახიძემ ახლოდან ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მალევე დაახლოებით 40 მეტრიდან დარტყმული გაუცუდდა. სამაგიეროდ, სინაურიძემ შესვენებამდე ორჯერ მიიღო შანსი, ორივე დარტყმა გამოიყენა, აქედან ერთი ზედ ცენტრალური ხაზიდან და “აიამ” ტაიმი 19:8 მოიგო.

მეორე ტაიმში ქარი უკვე “არმიას” სასარგებლოდ უბერავდა, 45-ე წუთზე კობახიძემ 38 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა ჩამორჩენა შეამცირა. მალე თბილისელებს ლელო უნდა გაეტანათ და ეს რომ მოეხერხებინათ, კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. სინაურიძე საკუთარი 22-იდან ბურთის ფეხით მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ დაუფარეს, ბურთი გიორგი თხილაიშვილმა აიტაცა და უკვე ჩათვლის მოედანში შესულმა ლელოს გატანა ძელებს უკან გადაწყვიტა. მაგრამ სინაურიძემ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, თხილაიშვილს ხელი კრა და სანამ ის ბურთს დაამიწებდა ფეხი პირით ხაზს იქით გადაადგმევინა.

55-ე წუთზე სინაურიძეს ახლო მანძილიდან ჯარიმა გაუცუდდა, არმიელებმა ფეხით შეიყვანეს ბურთი თამაშში, ქუთაისელებმა ფეხითვე დაუბრუნეს, მაგრამ ბექა ბიწაძემ მისი დაჭერა ვერ მოახერხა, შალვა შაშიაშვილმა კი, კობახიძის მცდელობის მიუხედავად ბურთი ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და “აია” 24:11 დაწინაურდა. თბილისელებს ორი გარდასახული ლელო ჭირდებოდათ, დრო ნელ-ნელა იწურებოდა და “არმია” ჩქარობდა, ამ სიჩქარეში კი, შეცდომებს უშვებდა და შანსები გამოუყენებელი რჩებოდა. მათ ჯარიმების კარში დარტყმებზეც უარი თქვეს, არადა, “აია”, რომელიც მთლიანობაში თავს კარგად იცავდა და დრო გაყავდა, ხშირად ჯარიმდებოდა.

დასკვნით 10 წუთში ქუთაისელები საკუთარ 22-ში დაახლოებით 7-8-ჯერ დაჯარიმდნენ და მსაჯმა ირაკლი რევიშვილი გაასინბინა, მაგრამ თბილისელებმა მეტობით ვერ ისარგებლეს. როდესაც ის მოედანზე დაბრუნდა, რეფერიმ ამჯერად გიორგი ჩიტეიშვილს უჩვენა ყვითელი ბარათი და “არმიამ” ამჯერად დაცვის გარღვევა მოახერხა. ლელო ლევან დარასელიამ გაიტანა და კობახიძემ გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ დრო უკვე აღარ იყო, “არმია” 18:24 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VII რაუნდი

20 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 250 მაყურებელი

არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 18:24 (8:19)

არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ი. ჩხიკვაძე, 11. გაგოშვილი, 10. ბაირამაშვილი, 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 53); 1. კაკოვინი (ზაქაშვილი 41), 2. მეკოკიშვილი (დარასელია 54), 3. დონაძე (ქორიძე 62), 4. ცხადაძე (სურგულაძე 46), 5. ჩიტიძე, 6. თხილაიშვილი, 7. თავართქილაძე (კალმახელიძე 16), 8. ბიწაძე.

2 ლელო: ჯიმშელაძე, დარასელია

1 გარდასახვა: კობახიძე

2 ჯარიმა: კობახიძე

აია: 15. ძნელაძე, 14. შაშიაშვილი, 13. ფრუიძე, 12. კვერნაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე (ბაბუნაშვილი 79), 9. როხვაძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (სალდაძე 80+1), 3. ულუმბელაშვილი (ტ. ჩხიკვაძე 41-66), 4. ძაგნიძე (ცირეკიძე 55), 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.

2 ლელო: როხვაძე, შაშიაშვილი

1 გარდასახვა: სინაურიძე

4 ჯარიმა: სინაურიძე

2 სინბინი: რევიშვილი, ჩიტეიშვილი

 

თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი

აკადემია (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 3:33 (3:13)

აკადემია: 15. მელაძე, 14. მათიაშვილი, 13. წასიძე, 12. ჭუაძე, 11. კალანდარიშვილი, 10. ქოპილაშვილი (ჩაბრაძე 61), 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. ფეიქრიშვილი (გეგია 65), 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე (მაზმიშვილი 61), 4. ნებულიშვილი, 5. მაღლაკელიძე (ჩაჩუა 38), 6. ნიბლაძე, 7. ლუარსაბიშვილი, 8. გოგოლაძე.

1 ჯარიმა: მელაძე

2 სინბინი: მაღლაკელიძე, ლუარსაბიშვილი

გაძევება: ჭუაძე (74)

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. ჯინჯიხაძე (კუპრეიშვილი 53), 11. კალანდაძე, 10. გიორგაძე, 9. ჭინჭარაული (ნადირაძე 41); 1. ჯინჭარაძე (ბარბაქაძე 34), 2. სვანიძე (ოქრომელიძე 41), 3. ხატიაშვილი (ოქრიაშვილი 48), 4. ტრაპაიძე (გოგოლიძე 41), 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. მამრიკიშვილი, 8. სუხაშვილი (ტუჩაშვილი 52).

4 ლელო: შენგელია, კალანდაძე, მამრიკიშვილი, გიორგაძე

2 გარდასახვა: გიორგაძე

3 ჯარიმა: გიორგაძე

 

1      აია                                                                  7           6           0           1           159-80            28     
2 ლელო               6 5 0 1 159-80 23
3 ლოკომოტივი        7 5 0 2 151-114  23
4 ყოჩები               7 4 1 2 183-153  20
5 არმაზი       6 4 0 2 135-117  18
6 ჯიქები             7 2 2 3 137-119 15
7 არმია     6 2 1 3 133-115 13
8 აკადემია      6 1 0 5 56-162  5
9 ბათუმი       6 1 0 5 80-166 5
10 ხარები      6 0 0 6 75-162 2

 

მომდევნო ტური. 26-27 ოქტომბერი

არმია - ყოჩები, აია - ლელო, არმაზი - აკადემია, ჯიქები - ხარები, ლოკომოტივი - ბათუმი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086083