ამბები

23:34 | 21.10.2013 | ნანახია 4166 - ჯერ

19-წლამდელები ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად მიემგზავრებიან

26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ლისაბონში ფირა აერის ეგიდით იმართება 2013 ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებს შორის. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები 2014 წლის აპრილში ჰონგ კონგში გასამართ 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე იასპარეზებს.

ლისაბონურ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, მასპინძელი პორტუგალიის, ბელგიის, ესპანეთის, რუმინეთის, რუსეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა გუნდები მიიღებენ.

განთესვის მიხედვით, ჭაბუკი “ბორჯღალოსნები” პირველ შეხვედრას 27 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, 30 ოქტომბერს 17:00 საათზე, ნახევარფინალში ესპანეთისა და რუმინეთის წყვილში გამარჯვებულს შეერკინება, ხოლო ფინალი 2 ნოემბერს 17:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

პორტუგალიის რაგბის კავშირს დაგეგმილი აქვს მატჩების სტრიმის მეშვეობით ტრანსლირება. როგორც მათ გვაცნობეს, ამ ეტაპისთვის ისინი არკვევენ ამ საკითხს ადგილობრივ პროვაიდერებთან და მოლაპარაკების შემთხვევაში, მატჩების სტრიმის ბმული დაიდება საქართველოს რაგბის კავშირის ვებ გვერდზე.

“წინასატურნირო შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ჩვენ ორი სპარინგი გავმართეთ  და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭების მომზადებით კმაყოფილი ვარ. მინდა ავღნიშნო, რომ ნაკრები საკმაოდ ინტენსიურად ვარჯიშობდა და ემზადებოდა მომავალი ევროპის ჩემპიონატისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა განვაცხადო, რომ ლისაბონში ტურნირის მოსაგებად მივემგზავრებით” – განაცხადა 19 წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, დავით ვართანიანმა.

 

19-წლამდელთა 26 კაციანი რაზმი

შერკინება

1. ზაზა ხარებავა (არმია)

2. დავით ფხაკაძე (არმაზი)

3. გიორგი მარგველანი (არმაზი)

4. ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი)

5. გიორგი ტორაძე (აია)

6. ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია)

7. როლანდ კვაჭაძე (ლელო)

8. ბესიკ ბარბაქაძე (არმაზი)

9. ნიკა გიგაური (არმაზი)

10. ბადრი დანგაძე (აია)

11. საბა შუბითიძე (აკადემია, კაპ.)

12. დავით პაპავაძე (ჯიქები)

13. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო)

14. ჟორა მღებრიშვილი (ხარები)

 

ნახევარდაცვა

15. თემურ თუთბერიძე (აია)

16. რევაზ ბროძელი (არმაზი)

17. რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

 

უკანა ხაზი

18. გიორგი ნათელაშვილი (ხარები)

19. გიორგი ტალახაძე (ხულიგანა)

20. თემურ ირემაძე (აია)

21. ანზორ სიჭინავა (აკადემია)

22. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)

23. მურაზ გიორგაძე (ვეფხვები)

24. დავით გულიტაშვილი (ხარები)

25. გიორგი აფციაური (არმია)

26. ირაკლი სვანიძე (ჯიქები)

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.115228