ამბები

12:56 | 24.10.2013 | ნანახია 3414 - ჯერ

ჰეიგმა ნოემბრისთვის შემადგენლობა შეარჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ნოემბერში გასამართი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩებისთვის 28 მორაგბე შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” ნოემბერში სამი ურთულესი თამაში ელით. 9 ნოემბერს თბილისს კანადის ეროვნული ნაკრები ეწვევა, 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს რუსთავში უმასპინძლებს, ხოლო 23 ნოემბერს სამოას ნაკრებს კვლავ თბილისში ეთამაშება. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა, თუმცა, ის არჩევანით მაინც კმაყოფილია.

“მინდა ავღნიშნო, რომ კარგად დაბალანსებულ გუნდს მოვუყარეთ თავი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ნაკრები ამ შემადგენლობით უკვე ორი წელია თამაშობს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშის გამოძახება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ მათ ნაცვლად სხვა მორაგბეების დაყენების საშუალება გვექნება. ნოემბრში სამი ურთულესი მატჩი გველის, ვინაიდან ძალიან კარგ გუნდებთან გვიწევს თამაში. ჩვენ კარგად მოვემზადებით და შესაბამისი თავდაჯერებით ჩავატარებთ სამივე შეხვედრას” - განაცხადა ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტთან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

პირველი ხაზი: დავით ხინჩიგაშვილი (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი);

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია);

9-10: გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი”), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი);

უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ.), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო” თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი” თბილისი).

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081882