ტესტ-მატჩები

20:42 | 19.02.2016 | ნანახია 1620 - ჯერ

მაიკლ ჩეიკა: „ჯონსმა ინგლისი გააუმჯობესა“

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეიკა ინგლისელთა თავკაცს, თანამემამულე ედი ჯონსს აქებს და აცხადებს, რომ ავსტრალიელმა სპეციალისტმა საკუთარი ნაკრები საგრძნობლად გააუმჯობესა.

ჩეიკა განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება ინგლისელთა გამოსვლას მიმდინარე ექვს ერზე, რადგან ივნისში მის გუნდს სწორედ „ვარდებთან“ ელის 3 -მატჩიანი სერია.

მაიკლ ჩეიკა: „მსოფლიო თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ჯონსმა მორაგბეებში ნაპერწკალი გააღვივა და საკუთარი ნაკრები საგრძნობლად გააუმჯობესა. მას სურს 6 ერის მოგება და ამაში გასაკვირი არაფერია. ჯონსს ხომ თავისი შეგირდებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა“.

ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი 2001-2005 წლებში იყო, გასულ მსოფლიო თასზე იაპონიას თავკაცობდა (2012 წლიდან) და გუნდს ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი მოაგებინა, მათ შორის პირველი სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ მეოთხედფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარკვეული უთანხმოების ფონზე, ედი იაპონიაში აღარ დარჩა და მალევე შეთავაზება მსოფლიო თასზე ჯგუფში ჩარჩენილი ინგლისიდან მიიღო.

2016 წლის 6 ერის პირველ ორ შეხვედრაში ჯონსის შეგირდებმა სტუმრად შოტლანდია (15:9) და იტალია (40:9) დაამარცხეს. მორიგ მატჩს ინგლისი 27 თებერვალს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 12 მარტს უელსს უმასპინძლებენ, ტურნირს კი 19 მარტს, პარიზში, საფრანგეთთან მატჩით დაასრულებენ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08065