ამბები

13:58 | 1.11.2013 | ნანახია 1789 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” და თსუ დამეგობრდნენ

 


31 ოქტომბერს, “ბორჯღალოსნები” დავით კაჭარავა, ბექა წიკლაური და შალვა მამუკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს ესტუმრნენ. შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა ლევან ვასაძემ, სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ხურციძემ და ეროვნული ნაკრების მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ.

თსუ-ს სტუდენტებმა და სტუმრებმა ისაუბრეს ქართული რაგბის წარსულსა თუ მომავალზე. კითხვებიც მრავლად იყო როგორც “ბორჯღალოსნების”, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლების მისამართით, რაზეც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის რაგბის პოპულარიზაცია და მათთვის იმის გაზირება თუ რატომ არის რაგბი არა უბრალოდ სპორტი, არამედ ცხოვრების წესი.

გადაწყდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს რაგბის კავშირი უახლოეს მომავალში ურთიერთ დამეგობრების მემორანდუმს გააფორმებენ.

თავისმხრივ “ბორჯღალოსნებმა” სტუდენტებს აუხსნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში და ის, რომ ქომაგის გვერდში დგომა ერთი ათასად ზრდის მათ ისედაც უზარმაზარ ბრძოლის ჟინსა და თავდადებას.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110003