კელტების ლიგა

19:56 | 19.02.2016 | ნანახია 1522 - ჯერ

„ედინბურგმა“ ბრაუნს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

შოტლანდიურმა „ედინბურგმა“ ტომ ბრაუნს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა. 25 წლის მორაგბის დებიუტი 2010 წლის სექტემბერში, „კარდიფის“ წინააღმდეგ შედგა და ამ ხნის განმავლობაში 83 კეპი მოიხვეჭა.

გასულ წელს, „ევროპის ჩელენჯ ქაფში“ ბრაუნმა წარმატებით იასპარეზა და ალან სოლომონსის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდრა. ჩატარებული 13 მატჩში, შოტლანდიელმა მორაგბემ 2 ლელო დადო და მოპოვებული ქულების რაოდენობა 60-მდე გაზარდა.

ტომ ბრაუნი: „მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიხანგრძლივა. ყოველთვის ვოცნებობდი „ედინბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრებაზე და გუნდმა ეს ოცნება ამიხდინა. ალან სოლომონსის მხარდაჭერით, როგორც მორაგბე საგრძნობლად გავიზარდე, ეს პროგრესი კი, რა თქმა უნდა, „ედინბურგის“ წარმატების საწინდარი გახდება’’.

ბრაუნი ახალი კონტრაქტით პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს, როდესაც პრო 12-ის მე-15 ტურში მისი „ედინბურგი“ სტუმრად „ოსპრეიზს“ ეთამაშება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091905