ამბები

23:37 | 2.11.2013 | ნანახია 3713 - ჯერ

19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნეს


საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ფინალში, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ბელგიელთა წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხეს და 32:6 იმარჯვეს.

პირველ ნახევარში ქართველი მორაგბეები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გიორგი აფციაურისა და რევაზ ჯინჭველაშვილის ჯარიმებით 6:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ორი ჯარიმა თავადაც გაუშვა. სამაგიეროდ, დავით ვართანიანის შეგირდებმა მეორე ტაიმში მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა გაისად ჰონკონგში გასამართი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურიც მიიღო, სადაც “ბორჯღალოსანთა” გარდა იაპონიის, კანადის, ნამიბიის, ტონგას, ურუგვაის, აშშ-სა და მასპინძელთა ნაკრებები ითამაშებენ.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის

პორტუგალია. ლისაბონი. 2 ნოემბერი. ფინალი

საქართველო - ბელგია 32:6 (6:6)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. დავით გულიტაშვილი, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.

სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზაშვილი, 18. ბექა კაკაბაძე, 19. ნიკოლოზ გიგაური, 20. დავით პაპავაძე, 21. გიორგი ნათელაშვილი, 22. ანზორ სიჭინავა, 23. ირაკლი სვანიძე.

 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088724