6 ერი

15:07 | 19.02.2016 | ნანახია 1106 - ჯერ

ჰაფპენი უელსის ნაკრებში დაბრუნდა

„ტულონის“ ფულბეკ ლი ჰაფპენის უელსის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე უხმეს და ის „დრაკონებთან“ ერთად ექვსი ერის მესამე ტურში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება.

27 წლის მორაგბემ, რომლის ანგარიშზეც 62 კეპია, შარშან სექტემბერში იტალიასთან მატჩში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

„ლი ხარისხიანი მოთამაშეა და კარგია, რომ გვიბრუნდება. მისი ცოდნა დასაფასებელია და პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება. ამასთან, ჰაფპენისთვის ფრანგული რაგბის სტილი კარგადაა ცნობილი და თანაგუნდელებს ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს. ის ამ ცოდნას გვიზიარებს და მოხარული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ რომ გვიბრუნდება“ - თქვა უელსის ნაკრების შეკრების მწვრთნელმა რობინ მაკბრაიდმა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 19.02.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი დამრტყმელია

0.092286