საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2013 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს 67,66 სარეიტინგო ქულით მე-16 პოზიციაზე ხვდება და 9 ნოემბერს კანადასთან გამართული მატჩის შემდეგ, იმავე პოზიციაზეა დარჩება.
“ბორჯღალოსანთა” წინ იაპონიის ნაკრებია, რომელიც ქართველებს 4,32 ქულით უსწრებს, ხოლო კანადა 72,68 ქულით მე-14 საფეხურზეა. ჩრდილოამერიკელთა დამარცხება საქართველოს ნაკრებს 1,2 ქულას მოუტანს, ხოლო 15 და მეტი ქულით მოგება 1,8 ქულის ტოლფასი იქნება და ეს სარეიტინგო წინსვლისთვის საკმარისი არაა. კანადასთან ფრის შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” 0,2 სარეიტინგო ქულას მიიღებენ და ბუნებრივია წინსვლისთვის არც ესაა საკმარისი. პირი ქვისკენ გვიქნია და მარცხის შემთხვევაში დანაკარგი დაახლოებით 0,8 ქულა იქნება, ხოლო 15-ზე მეტი ქულით მარცხი 1,2 ქულის დაკარვის ტოლფასი იქნება, მაგრამ მდევარ რუმინეთს თითქმის 1,5 ქულით რომ ვუსწრებთ, ის ჩვენზე წინ ვერ აღმოჩნდება.
მთლიანობაში, მომავალ უქმეებზე მოწინავე გუნდები 11 ტესტ-მატჩს რომ გამართავენ სარეიტინგო ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება, მანამდე კი, ინგლისმა ავსტრალიის 20:13 დამარცხებით 0,55 ქულა მიიღო და მე-3 პოზიციაზე გამაგრდა. ახალმა ზელანდიამ იაპონია 54:6 რომ გაანადგურა, ეს ნაკრებთა რეიტინგზე არ ასახულა, ისევე, როგორც კანადისა და “მაორის” დაპირისპირება, რადგან “მაორებთან” თამაში რეიტინგზე არასდროს ისახება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) მსოფლიო რეიტინგი 7 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,05
2 (2). სამხრეთ აფრიკა 87,86
3 (3). ინგლისი 86,32
4 (4). ავსტრალია 83,70
5 (5). საფრანგეთი 81,59
6 (6). უელსი 81,36
7 (7). სამოა 80,42
8 (8). ირლანდია 79,58
9 (9). შოტლანდია 76,95
10 (10). არგენტინა 75,50
11 (11). ტონგა 74,77
12 (12). იტალია 74,17
13 (13). ფიჯი 73,56
14 (14). კანადა 72,68
15 (15). იაპონია 71,98
16 (16). საქართველო 67,66
17 (17). რუმინეთი 66,18
18 (18). აშშ 64,91
19 (19). რუსეთი 61,99
20 (20). ესპანეთი 60,44
21 (21). ურუგვაი 59,87
22 (22). პორტუგალია 58,82
23 (23). ნამიბია 58,70
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). ჩილე 56,85
27 (27). გერმანია 56,76
28 (29). ჰონკონგი 54,56
29 (30). მოლდოვა 53,77
30 (31). ჰოლანდია 52,84
31 (32) კენია 52,78
32 (28). პოლონეთი 52,77
33 (33). ზიმბაბვე 52,63
34 ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია