საქართველოსა და კანადის ეროვნულ ნაკრებთა სარაგბო ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
"დინამო არენაზე" მიმდინარე შეხვედრის პირველ 40-წუთეულში გუნდებმა ქულები მხოლოდ საჯარიმოებით დააგროვეს. ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში თანაბარი (9:9) იყო, ვიტო კოლელიშვილის მხრიდან თამაშის წესის დარღვევას გუნდებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, შედეგად მსაჯმა კოლელიშვილი და მისი კანადელი ვიზავი მოედნიდან გააძევა, სტუმრებმა კი საჯარიმო გამოიყენეს და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 9:12 კანადელთა სასარგებლოდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია