ამბები

18:17 | 9.11.2013 | ნანახია 6043 - ჯერ

"ბორჯღალოსნებმა" კანადის ნაკრები დაამარცხეს

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები წარმატებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" დღეს, თბილისში, "დინამო არენაზე", კანადის ნაკრებს უმასპინძლეს და 19:15 იმარჯვეს. 

მატჩის პირველი ტაიმში გუნდებმა ქულები მხოლოდ საჯარიმოებით დააგროვეს. ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში თანაბარი (9:9) იყო, ვიქტორ კოლელიშვილის მხრიდან თამაშის წესის დარღვევას მეტოქეებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, შედეგად მსაჯმა კოლელიშვილი და მისი კანადელი ვიზავი მოედნიდან გააძევა, სტუმრებმა კი საჯარიმო გამოიყენეს და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 9:12 კანადელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა უფრო აქტიურად დაიწყეს - თედო ზიბზიბაძის ლელოთი და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვით დაწინაურდნენ - 16:12. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს. 

 

მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076214