ამბები

20:54 | 11.11.2013 | ნანახია 6741 - ჯერ

საქართველომ კანადა დააქვეითა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, გასულ შაბათს კანადის 19:15 დამარცხებით რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში 1,2 ქულა მიიღო. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნები” კვლავაც მე-16 ადგილზე არიან, ოღონდ, წინ მყოფ გუნდთან სხვაობა შემცირდა.

ახლა წინ ის კანადის ნაკრებია, რომელიც დავამარცხეთ და მათ 1,2 ქულის დაკარგვის შედეგად მე-14 პოზიციაც დაკარგეს. მართალია, იმავე დღეს იაპონია შოტლანდიაში შერცხვა, მაგრამ მათი დანაკარგი კანადასთან შედარებით უმნიშვნელო იყო და ამ გუნდებმა ადგილები გაცვალეს. უახლოესმა მდევარმა რუმინეთმა ტონგას მინიმალური სხვაობით რომ სძლია (19:18), 1,56 ქულა მიიღი და მე-17 ადგილზე რჩება, მაგრამ საქართველოსთან ჩამორჩენა შეამცირა.

მომავალ შაბათს აშშ-ს ნაკრების დამარცხების შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” 0,30 ქულას, ხოლო მეტოქის 15 და მეტი სხვაობით დამარცხებისთვის 0,45 ქულას მიიღებენ. იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ფრე 0,70 ქულას დაგვარკარგინებს, 15-ქულამდე სხვაობით წაგების შემთხვევაში დანაკარგი 1,70, ხოლო მეტი სხვაობით მარცხი 2,54 ქულას დაგვარკინებს. შედეგად, დიდი სხვაობით მარცხის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაქვეითდება და მას აშშ-სთან ერთად რუმინეთიც გადაასწრებს. რუმინელები შაბათს კანადას მასპინძლობენ, მაგრამ ისინი დიდი ანგარიშითაც რომ დამარცხდნენ, ჩვენზე წინ მაინც აღმოჩნდებიან.

ზოგადად, მომავალ შაბათ-კვირას ძალიან ბევრი თამაში იმართება და ქართველთა წინსვლა ან ვარდნა, გარდა ჩვენი და რუმინეთი-კანადის შეხვედრისა, რუსეთი-იაპონიის მატჩის შედეგზეც იქნება დამოკიდებული. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ “ბორჯღალოსნებმა” ერთბაშად ორი საფეხურით წინ წაიწიონ, მაგრამ ამ შემთხვევაში იაპონია და კანადა დიდი სხვაობებით უნდა დამარცხდეს. უფრო რეალური ისაა, რომ აშშ-ს დამარცხებით მე-16 პოზიციაზე დავრჩებით და წინსვლის პერსპექტივა სამომავლოდ გადაიდება.

შაბათ-კვირას გამართული შეხდრების შედეგების მიხედვით, ირლანდიამ, რომელმაც საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე 40:9 გაანადგურა, ორი საფეხურით წინ წაიწია და ახლა მე-6 ადგილზეა, უკან კი, უელსი და სამოა მოიტოვა. უელსელების ვარდნა სამხრეთ აფრიკასთან მარცხმა განაპირობა, მაგრამ თავად აფრიკელები ლიდერ ახალ ზელანდიას კვლავაც ჩამორჩებიან. “ოლ ბლექსმა” საფრანგეთში გამარჯვებით მხოლოდ 0,15 ქულა მიიღო, მაგრამ მათი მონაგარი ისედაც ბევრად აღემატებოდა სამხრეთ აფრიკის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 11 ნოემბრისთვის

1      (1). ახალი ზელანდია      93,20

2      (2). სამხრეთ აფრიკა      88,51

3      (3). ინგლისი 86,31

4      (4). ავსტრალია     84,22

5      (5). საფრანგეთი    81,44

6      (8). ირლანდია      80,76

7      (6). უელსი   80,71

8      (7). სამოა    79,24

9      (9). შოტლანდია    77,25

10    (10). არგენტინა     75,50

11    (12). იტალია 73,65

12    (13). ფიჯი    73,56

13    (11). ტონგა   73,21

14    (15). იაპონია        71,68

15    (14). კანადა  71,47

16  (16). საქართველო      68,86

17    (17). რუმინეთი      67,74

18    (18). აშშ      64,91

19    (19). რუსეთი 61,99

20   (20). ესპანეთი      61,85

21    (21). ურუგვაი        59,87

22   (22). პორტუგალია  58,82

23   (23). ნამიბია 58,79

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (27). გერმანია      57,21

27   (26). ჩილე   55,44

28   (28). ჰონკონგი      54,56

29   (29). მოლდოვა     54,10

30   (30). ჰოლანდია     52,87

31    (31) კენია            52,78

32   (33). ზიმბაბვე               52,54

33    (32). პოლონეთი    52,32

34   ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085553