ამბები

15:48 | 16.11.2013 | ნანახია 6667 - ჯერ

ბოლო წამზე დავმარცხდით: საქართველო – აშშ 23:25

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი რუსთავში, ახალაშენებულ 3 ათასიან სტადიონზე გამართა აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ. ორი თანაბარი გუნდის შეხვდრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამზე გატანილი საჯარიმოს წყალობით ამერიკელების გამარჯვებით 23:25 დამთავრდა.  

შემდგომ შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 23 ნოემბერს უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ სამოას წინააღმდეგ. მატჩი 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086812