სამი წლის წინათ ამერიკის ნაკრებს თავბრუ დავახვიეთ, ლელო ვუსაჩუქრეთ და გარდასახვით მოვუგეთ, ახლა კი, მათმა 10-იანმა ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და 23:25 დაგვამწუხრა.
ეს თამაში ჩვენ არ წაგვიგია. უბრალოდ, ბოლო წამს მსაჯმა მეტოქეს შანსი უბოძა და იმანაც გაარტყა. არც მთლად ისე იყო საქმე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არაუშავდა და მოგება ალალად და უსაყვედუროდ შეიძლებოდა. თუმცა ფეხი დაგვიცდა. შევცდით სულ ბოლოს და გადაწყვეტილებაში, მაგრამ გუნდის კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა:
“თამაშს ყველა ერთად ვიგებთ და ყველა ერთად ვაგებთ. ნურავინ დაიწყებს მარცხის მიზეზების ძებნას ვინმეს გადაწყვეტილებებში – ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ. ბოჭვები გავაცუდეთ და სამი სულელური ლელო მივიღეთ, ვის რა უნდა ვუთხრათ? სამოას ტექნიკურად და ფიზიკურად უფრო ძლიერი მორაგბეები ჰყავს, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა”.
მილტონ ჰეიგი: “გამეორებაზე ვნახეთ და ბოლო წუთზე არ იყო დასანიშნი ჯარიმა მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება და მსაჯმა იმ მომენტში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.საკმარისზე მეტი გავაკეთეთ მოგებისთვის მაგრამ არ გაგვიმართლა. არ დაგავიწყდეთ, რომ მოედანზე მოწინააღმდეგეც გვყავს რომელიც ასევე ცდილობს თამაშის მოგებას და ჩვენ შეიძლება ყველაფერი ისე კარგად ვერ გავაკეთოთ როგორც დავგეგმეთ”.
საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პერიოდულად ითამაშა კარგი რაგბი და ქულებიც მაშინ აიღო, მაგრამ დაუშვა ბავშვური შეცდომები და მიიღო სამი არაფრიდან გამომდინარე ლელო, შედეგად, დამარცხდა და ორშაბათის რეიტინგში დაეცემა ისე ძაან, როგორც არასდროს ბოლო დროს...
16 ნოემბერი. რუსთავი. ახალი. 4 000
საქართველო – აშშ 23:25 (13:15)
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 11 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 14 თედო ზიბზიბაძე (23 ბექა წიკლაური 68), 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი ბეგაძე, 1 დავით ხინჩაგიშვილი (17 მიხეილ ნარიაშვილი 56), 2 შალვა მამუკაშვილი (16 სიმონ მაისურაძე 68), 3 დუდუ ქუბრიაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 56), 4 კოტე მიქაუტაძე, 5 ლევან დათუნაშვილი (19 გიორგი ნემსაძე 63), 6 შალვა სუთიაშვილი (20 გიორგი თხილაიშვილი 73), 7 მამუკა გორგოძე, 8 გიორგი ჩხაიძე
სათადარიგოები: 22 ლაშა მალაღურაძე, 21 ვაჟა ხუციშვილი
2 ლელო: კვირიკაშვილი, შარიქაძე
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
3 ჯარიმა: კვირიკაშვილი
აშშ: 15 კრის უაილზი, 14 ბლეინ სქალი, 13 ფოლაუ ნიუა, 12 ენდრიუ სუნიულა, 11 ტიმ მოპინი (23 ლუკ ჰიუმი 58), 10 ადამ სიდელი, 9 მაიკ პეტრი, 1 ნიკ უოლესი (17 ოლივიე კილიფი 77), 2 ფილ თილი, 3 ერიკ ფრაი, 4 გრემ ჰარიმენი, 5 სამუ მანოა, 6 ტოდ კლევერი, 7 დერიკ ესბენი (20 ჯონ კვილი 69), 8 კემერონ დულანი
სათადარიგოები: 22 შეიმას კელი, 21 შონ დევისი, 16 ზკ ფენოლიო, 18 ტიტი ლამოზიტელე, 19 ინაკი ვსაური
3 ლელო: უალზი, სქალი, უოლეს
2 გარდასხვა: სიდელი
2 ჯარიმა: სიდელი
რეფერი: მაიკ ფრეიზერი (ახალი ზელანდია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია