ირლანდიურმა “ოლსტერმა” პრო 12-ის გადადებულ მატჩში “ნიუპორტთან” ორჯერ შეძლო მნიშვნელოვანი ჩამორჩენის ამოქაჩვა და პედი ჯექსონის მიერ გატანილი ჯარიმით 17:15 იმარჯვა, რითაც სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
“დრაკონებს” ბელფასტში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ არ მოეგოთ და ამის კარგი შანსი ჰქონდათ, მით უმეტეს, სადებიუტო 16 წუთის შემდეგ. უელსელები ანგუს ობრიენის ჯარიმით დაწინაურდნენ და მერე მან ადამ ჰჰიუზის ლელოც გარდასახა, რის შემდეგაც სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ. უელსელები კონტრშეტევებისას სახიფათოდ გამოიყურებოდნენ და მოედნის ნებისმიერ წერტილში თავს გმირულად იცავდნენ. “ოლსტერი” მატჩამდე ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა საწყის წუთებში “ნიუპორტმა” კარგად აკინძა ფაზები და მე-4 წუთზე ჯარიმით დამსახურებულად დაწინაურდა.
ამას მასპინძლების თამაშს იმპულსი შემატა, მაგრამ “დრაკონების” დაცვა კარგად დადგა და მე-16 წუთზე კონტრშეტევაზე ლელო-გარდასახვაც გაიტანა. ირლანდიელებმა მეტოქის 22-ზე თავდასხმა გააგრძელეს და 24-ე წუთზე გატანილი ლელოთი თამაშში დაბრუნდნენ. შეან რიდი ფლანგზე მბოჭავს დაუსხლტა, ხოლო იან ჰამფრისმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შესვენებამდე მასპინძლებს მეორე გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ისინი სიზუსტემ დააღალატა და ტაიმი 3 ქულის სხვაობით დათმეს.
“დრაკონებმა” მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყეს და 47-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს. კარლ მეიერმა მასპინძელთა დაცვის ხაზში სივრცე შენიშნა, დროული გადაცემა მიიღო და მიზანს უწია, მაგრამ ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო და როგორც შემდგომში გამოჩნდა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. მასპინძლებმა საჯარიმო ლელო 52-ე წუთზე დაიმსახურეს, როდესაც კარგი მოლით შეუტიეს, სტუმრები დაჯარიმდნენ და მსაჯმაც ისინი 5 ქულით დასაჯა, ხოლო პედი ჯექსონმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
ლელოს მომენტში უელსელები სინბინით დაისაჯნენ, 4 წუთში მის გზას კიდევ ერთი სტუმართა მორაგბე გაუყვა და “ნიუპორტი” 6 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა. “ოლსტერმა” ლელოზე გაიწია და ფაზები აკინძა, მაგრამ “დრაკონებმა” გაძლეს, ლელო ვერც ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა. ჯექსონმა მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე უპირატესობის მოპოვება ჯარიმით სცადა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. თითქოს “ოლსტერს” ბედი არ წყალობდა, მაგრამ 78-ე წუთზე ჯექსონის ჯარიმა უკვე ზუსტი იყო, მასპინძლები მატჩში პირველად დაწინაურდნენ, უკანასკნელი წამებიც მიილია და 17:15 მოგებით, ირლანდიელები პრო 12-ის სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ.
2015/2016 წლების პრო 12 (კელტების ლიგა)
ოლსტერი (ირლანდია) - ნიუპორტი (უელსი) 17:15 (7:10)
1. | ოლსტერი | 13 | 8 | 0 | 5 | 252:167 | 41 | |
2. | სკარლეტსი | 13 | 9 | 0 | 4 | 281:237 | 40 | |
3. | კონახტი | 13 | 8 | 0 | 5 | 285:239 | 40 | |
4. | ლენსტერი | 12 | 9 | 0 | 3 | 232:147 | 39 | |
5. | ედუნბურგი | 13 | 8 | 0 | 5 | 220:173 | 37 | |
6. | მანსტერი | 12 | 8 | 0 | 4 | 216:229 | 36 | |
7. | ოსპრეი | 13 | 6 | 1 | 6 | 249:248 | 30 | |
8. | გლაზგო უორიორსი | 11 | 5 | 1 | 5 | 232:221 | 29 | |
9. | კარდიფი | 12 | 5 | 0 | 7 | 282:271 | 27 | |
10. | ნიუპორტი | 13 | 4 | 0 | 9 | 210:252 | 21 | |
11. | ძებრე | 12 | 4 | 0 | 8 | 176:298 | 18 | |
12. | ბენეტონ ტრევიზო | 13 | 0 | 0 | 13 | 185:338 | 7 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია