ზე-18

18:21 | 18.02.2016 | ნანახია 1261 - ჯერ

80 ათასი კილომეტრი დედამიწის გარშემო

იაპონური ფრანშიზი „სანვულვზი“, რომელიც 27 თებერვლიდან სუპერ რაგბის, აწ უკვე ზე 18-ის გათამაშებაში ჩაერთვება, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ულაპარაკოა, რომ იაპონურ რაგბის მსოფლიოს ერთ-ერთ და სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში ჩართვა ძლიერ წაადგება, მაგრამ მათ დაითვალეს და დაადგინეს, რომ ტურნირის მსვლელობისას 80 ათას კილომეტრზე მეტის დაფარვა მოუწევთ.

„სანვულვზის“ მორაგბეებს მთლიანობაში 22 გადაფრენა ელით და მათგან 15-ს 7 და მეტი საათი დაჭირდება. ტურნირი ჯამში 140 დღე გრძელდება და აქედან 83 დღე, აზიელებს სახლისგან შორს მოუწევთ ყოფნა, რაც მათთვის დამატებითი პრობლემა იქნება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:39 | 19.02.2016
BEERTRANCE (1073)

მიტომაც იქნება რთული ჩვენ რო პასიფიქზე თამაში ვიჩალიჩOთ

04:34 | 19.02.2016
mushni (19)

რატომ არავინ აკეთEბთ აქ კომენტარებს

0.081624