ამბები

18:04 | 21.11.2013 | ნანახია 2021 - ჯერ

“ხარებმა” პირველად იმარჯვა, “არმია” ექვსეულში დაბრუნდა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩების პარალელურად, ქართულმა კლუბებმა ორი გადადებული თამაში მოილიეს და 30 ნოემბერს, როდესაც შიდა ჩემპიონატი განახლდება, გუნდები უკვე თანაბარ პირობებში იქნებიან.

17 ნოემბერს თბილისის “არმიამ” “ბათუმს” “ავჭალაზე” უმასპინძლა, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით იმარჯვა, პრემიალური ქულაც მიითვალა და სატურნირო ცხრილში ექვსეულში დაბრუნდა. არმიელებმა პირველ ტაიმში ექვსი ლელო გაიტანეს, თავი ტუჩაშვილმა ორჯერ, ბიწაძემ, შკინინმა, დარასელიამ და ჩიტიძემ გამოიჩინეს. ამაზე სტუმრებმა ჩუბინიძის ორი დარტყმით და მჭედლიძის ლელოთი უპასუხეს.

ტაიმი თბილისელებმა 40:11 მოიგეს და თითქოს ყველაფერი აქ დასრულდა, მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და “ბათუმმა” ჯერ ჯარიმით, ხოლო მერე საჯარიმო ლელოთი სხვაობა 19 ქულამდე დაიყვანა (40:21). ამას ჯერ მეკოკიშვილის, ხოლო მერე ზაქაშვილის სინბინი დაერთო, მაგრამ ზღვისპირელებმა მეტობით ისარგებლეს კი არა, ორივე შემთხვევაში ლელოები თავად მიიღეს. მათ ჩათვლის მოედანში ჯერ ნუცუბიძემ, ხოლო დასკვნით ხუთ წუთში ორჯერ შკინინმა შეაღწიეს, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და “არმიამაც” 59:21 იმარჯვა. ამ ხუთმა ქულამ მათ ექვსეულში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, ხოლო ბათუმელებს 5 ქულა დარჩათ.

მეორე თამაში 20 ნოემბერს რუსთავში გაიმართა და ის უფრო დაძაბული გამოდგა. აქ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ხარებს” ნაკრებში მივლინებული ვაჟა ხუციშვილი აკლდათ, მაგრამ მათ რიგებში ითამაშა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ და ერთ დროს “ბორჯღალოსანთა” საუკეთესო ბომბარდირმა პალიკო ჯიმშელაძემ.

პირველ ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ (3:3). აკადემიელებს 35-ე წუთზე ჭუაძე გაუსინბინეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცნაკლულმა სტუმრებმა გაძლეს. რუსთაველები ჯარიმით 46-ე წუთზე დაწინაურდნენ, “აკადემიამ” წონასწორობა 7 წუთში აღადგინა, მაგრამ მე-60 წუთზე კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლულნი. ამჯერად “ხარებმა” 10 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, 9 ქულა აიღო და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მასპინძლებმა ერთი ზუსტი დარტყმაც შეასრულეს და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, რითაც ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურდნენ და ჯერჯერობით გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. გადადებული

17 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 59:21 (40:11)

არმია: 15. კობახიძე (ნუცუბიძე 62), 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი; 10. აფციაური (ბაირამაშვილი 62), 9. ღვინჯილია; 1. კაკოვინი (ხარებავა 76), 2. მეკოკიშვილი (გურგენიძე 72), 3. ზაქაშვილი, 4. ჩიტიძე (უჩავა 62), 5. სურგულაძე, 6. ბიწაძე (აზალაძე 64), 7. დარასელია, 8. მაისურაძე.

9 ლელო: ტუჩაშვილი (2), ბიწაძე, შკინინი (3), დარასელია, ჩიტიძე, ნუცუბიძე

7 გარდასახვა: კობახიძე (5), ნუცუბიძე (2)

2 სინბინი: მეკოკიშვილი (56), ზაქაშვილი (67)

ბათუმი: 15. ს. ევგენიძე, 14. ნინიძე, 13. აშვეთია, 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ჩუბინიძე (ტრაპაიძე 73), 9. შამულო; 1. სულაბერიძე, 2. აბესლამიძე (კელენჯერიძე 73), 3. მჭედლიძე (კაიკაციშვილი 65), 4. კვაჭაძე (მეიშვილი 65), 5. ბერიძე (თებიძე 74), 6. ნაგერვაძე, 7. ალიქაძე, 8. დუმბაძე (მეგრელიძე 65).

2 ლელო: მჭედლიძე, საჯარიმო

1 გარდასახვა: ჩუბინიძე

3 ჯარიმა: ჩუბინიძე

 

20 ნოემბერი

რუსთავი. ახალი. 200 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 18:6 (3:3)

ხარები: 15. წიკლაური (უმცროსი), 14. გ. ბებიაშვილი (ბ. ბებიაშვილი 79), 13. ჯიმშელაძე, 12. ნათელაშვილი (რ. ღამბაშიძე 64), 11. გულიტაშვილი (მელიქიშვილი 75), 10. ბასილაია, 9. ბუჯიაშვილი; 1. მაჭარაშვილი (ზურიკიშვილი 78), 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (გ. გოგოლაძე 79), 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგიაშვილი (ღამბარაშვილი 79), 7. ქვლივიძე, 8. მღებრიშვილი (ტყეშელაშვილი 79).

6 ჯარიმა: წიკლაური

აკადემია: 15. მელაძე (მათიაშვილი 77), 14. ჭუაძე, 13. წასიძე, 12. ილურიძე, 11. სიჭინავა, 10. ქოპილაშვილი, 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. ფეიქრიშვილი, 2. წვერავა (ალხაზაშვილი 53), 3. გ. ღამბაშიძე, 4. ნებულიშვილი, 5. ბერიკაშვილი (ლუარსაბიშვილი 53), 6. ნიბლაძე, 7. დ. გოგოლაძე (მაზმიშვილი 65), 8. შუბითიძე.

2 ჯარიმა: შუბითიძე, მელაძე

2 სინბინი: ჭუაძე (35), გ. ღამბაშიძე (60)  

 

1      ლელო      8      7      0      1      208-93      32     
2 ლოკომოტივი 8 6 0 2 187-131 28
3 აია 8 6 0 2 169-101 28
4 არმაზი 8 5 0 3 161-165 22
5 არმია 8 4 1 3 209-149 22
6 ყოჩები 8 4 1 3 196-170 21
7 ჯიქები 8 3 2 3 180-129 20
8 ხარები 8 1 0 7 103-211 6
აკადემია                                          8           1           0           7           82-203           6
10 ბათუმი          8 1 0 7 118-261  5

 

30 ნოემბერი - 1 დეკემბერი

ყოჩები - ლოკომოტივი, ლელო - არმია, აკადემია - აია, ხარები - არმაზი, ბათუმი - ჯიქები

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085618