ამბები

18:38 | 23.11.2013 | ნანახია 11922 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” სამოას ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია გამარჯვებით დაასრულა. “ბორჯღალოსნებმა” დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას ნაკრებს უმასპინძლეს და მძიმე ბრძოლაში 16:15 დაამარცხეს.

პირველი ტაიმში სტუმარებმა იძალეს: სამოელთა ორ ლელოსა და ერთ ზუსტ გარდასახვას, ქართველებმა მერაბ კვირიკაშვილის ორი საჯარიმოთი უპასუხეს – 6:12 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

მეორე ნახევარი “ბორჯღალოსნებმა” გაცილებით აქტიურად ჩაატარეს და ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ (13:12). მართალია, სამოელებმა ჯარიმით ისევ შეძლეს სათავისოდ ანგარიშის შეტრიალება, თუმცა, მატჩის მიწურულს რამდენიმე რეალური სალელოვე შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ, ქართველებმა ისევ ჯარიმით იხეირეს, უკანასკნელ წუთებზე მეტოქის შეტევებსაც გაუძლეს და 16:15 იმარჯვეს.

მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.219803