ზე-18

16:17 | 18.02.2016 | ნანახია 966 - ჯერ

დეგი აპრილში დაბრუნდება

ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებისა და „კრუსეიდერსის“ ფულბეკი იზრაელ დეგი მკურნალობას განაგრძობს და მწყობრში დაახლოებით თვენახევარში ჩადგება.

27 წლის მორაგბემ ზელანდიის შიდა პირველობის, ITM Cup-ის შეხვედრაში მხარი სექტემბერში ამოიგდო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

„რეაბილიტაციის 80% დასრულებულია. ვფიქრობ, დაახლოებით 6 კვირაში მოედანზე დაბრუნებას შევძლებ. გარკვეული დრო კონდინციების აღდგენასაც დაჭირდება. მთავარი მიზანი კარგად ვარჯიში და მაღალი სათამაშო დონის ჩვენებაა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ „ოლ ბლექსში“ დაბრუნებაზეც. შარშანდელი სეზონით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ უკან ვერაფერს დააბრუნებ. ახლა ნაკრებში დასაბრუნებლად საკუთარ თავს 2-წლიანი ვადა მივეცი“ - თქვა დეგმა, რომლის ანგარიშზეც 48 სანაკრებო მატჩი და 75 ქულაა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080697