ამბები

17:22 | 29.11.2013 | ნანახია 2289 - ჯერ

7-კაცას თასისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მეორე ადგილი არ ეყო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ International Invitation Tournament-ის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ხუთი ჯგუფის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდა და 30 ნოემბერს ბრძოლას მხოლოდ მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს.

კახა ალანიას შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მოსკოვის რეგიონალური ნაკრები 22:7 დაამარცხეს, მაგრამ მეორე მატჩში ბელგიის ნაკრებთან 12:35 დამარცხდნენ. დღის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა კანადური “ლაიონჰართ სევენსი” 24:15 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ თასისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახლა ქართული 7-კაცა IX ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას და მეოთხედფინალში დანიურ “ვიკინგს” შეხვდება.

დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე

მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე

ექიმი: გიორგი სვანიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079142