საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ International Invitation Tournament-ის პლეი ოფის მეოთხედფინალში დანიური “ვიკინგი” 31:12 დაამარცხა და სინის (IX ადგილის) ნახევარფინალში გავიდა.
ფინალის საგზურს კახა ალანიას შეგირდებს გუშინდელი ნაცნობი, კანადური “ლაიონჰართ სევენსი” შეეცილება. ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის რეგიონალური ნაკრების 22:7 დამარცხებისა და ბელგიის ნაკრებთან 12:35 წაგების შემდეგ, კანადელებს 24:15 სძლიეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. სამწუხაროდ, ეს მეორე ადგილი ხუთ ჯგუფში სამ საუკეთესო მეორეადგილოსანში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმაც თასისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა.
“ლაიონჰართ სევენსი” სინისთვის მესამე ადგილიდან აგრძელებს ბრძოლას და მეოთხედფინალში ინგლისურ Aquadive Apache-ს 17:12 მოუგო. საქართველოსა და “ლაიონჰართ სევენსის” მატჩი საქართველოს დროით 12:02 საათზე დაიწყება.
დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე
ექიმი: გიორგი სვანიძე
ზურა ქსოვრელი
თეგები: 7-კაცა ნაკრები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია