ამბები

20:55 | 2.12.2013 | ნანახია 5149 - ჯერ

რეიტინგი თებერვლამდე დალაგდა

დასრულდა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, ყოველ შემთხვევაში მის მოწინავე, ნაწილში, თებერვლამდე, ანუ ექვსი ერისა და ერთა თასის დაწყებამდე ცვლილებები აღარ მოხდება.

შაბათს უელსმა კარდიფში ავსტრალიას უმასპინძლა და ამ გუნდთან ზედიზედ მეცხრე მარცხი რომ განიცადა, რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა. 16:30 ჩამორჩენის შემდეგ, მასპინძლებმა დასკვნით მეოთხედში ჯერ ლელო-გარდასახვა გაიტანეს, ხოლო 68-ე წუთზე ჯარიმა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. ბოლოს უელსმა შტურმიც მოაწყო, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა და ავსტრალიამ 30:26 იმარჯვა. შედეგად, “დრაკონებმა” 0,79 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მე-5 ადგილი საფრანგეთს დაუთმეს, ხოლო ავსტრალია მესამე საფეხურზე დარჩა და სამხრეთ აფრიკასთან ჩამორჩენა 2,46 ქულამდე დაიყვანა.

ამავე დღეს “ბარბაროსებმა” ფიჯი 43:19 დაამარცხეს, მაგრამ ეს შედეგი რეიტინგზე არ ასახულა. საქართველოს ნაკრებს 69,07 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. მის წინ კანადის, უკან კი, რუმინეთის ნაკრებები იმყოფებიან. 

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 2 დეკემბრისთვის

1      (1). ახალი ზელანდია      93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა      89,34

3      (3). ავსტრალია     86,88

4      (4). ინგლისი 85,70

5      (6). საფრანგეთი    80,87

6      (5). უელსი   80,19

7      (7). ირლანდია      79,33

8      (8). სამოა    77,34

9      (9). შოტლანდია    76,56

10    (10). არგენტინა     76,44

11    (11). ფიჯი    74,21

12    (12). ტონგა   73,21

13    (13). იტალია 73,13

14    (14). იაპონია        72,06

15    (15). კანადა  70,75

16  (16). საქართველო      69,07

17    (17). რუმინეთი      67,47

18    (18). აშშ      67,41

19    (19). რუსეთი 61,14

20   (20). ურუგვაი       60,77

21    (21). ესპანეთი       60,62

22   (22). პორტუგალია  59,37

23   (23). ნამიბია 58,79

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (26). გერმანია      56,20

27   (27). ჩილე   55,44

28   (28). მოლდოვა      55,11

29   (29). ჰონკონგი      54,56

30   (30). ზიმბაბვე               53,56

31    (31). ჰოლანდია     52,86

32   (32). პოლონეთი    52,32

33    (33). უკრაინა                52,17

34   ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.15468