ამბები

16:18 | 6.12.2013 | ნანახია 3301 - ჯერ

მეორე წრე იწყება - “ყოჩებმა” სარბიელის სინს დაუმიზნა

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე იწყება და გუნდებმა უნდა დაამტკიცონ, რომ საპლეიოფო ექვსეულში თამაშის ღირსნი არიან. შიდა ჩემპიონატში წლეულს კიდევ სამი რაუნდი ჩატარდება და მისი შედეგები სამომავლო გათვლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ტურის მთავარ მოვლენას ბოლნისელი მაყურებელი იხილავს - მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, აწ უკვე ყოფილი გაზეთის, “სარბიელის” სინზე “ყოჩებმა” თბილისის “ლელო” გამოიწვია. ლელოელები ამ სინის ბოლო მფლებელი არიან, მივიწყებული ჯილდო ბოლნისელებმა გაიხსენეს და მისი გადაბარების იმედად კვირას,  15 საათზე საქართველოს ჩემპიონს შეერკინებიან.

მიმდინარე გათამაშების სტარტზე “ყოჩებმა” “ლელოს” 32:13 სძლია და მას შემდეგ ჩემპიონებს გასულ უქმეებამდე საქართველოს ჩამპიონატში დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ. წინა შაბათს ლევან მაისაშვილის შეგირდებს “არმიამ” ქარში 16:12 აჯობა და ეგეც რომ არა, მათ რევანშის წყურვილი ისედაც ექნებოდათ, ახლა კი, საქმეში ჯილდოც ებმება. “ყოჩებმა” გასულ კვირას “ლოკომოტივთან” ჭიდილში დაამტკიცა, რომ ჯაბანი არაა და მისი ექვსეულიდან დროებით ჩამოშორება ბევრს არაფერს ნიშნავს, ახლა სინის გამოწვევით ამბიციას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

მანამდე, შაბათს თბილისში “აკადემია” “არმიას” ეთამაშება. აქ თითქოს ფავორიტი ცნობილია, მაგრამ აკადემიელებმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა კარგად გამოიყენეს და “აიას” პირველი ტაიმი მოუგეს, მაგრამ მერე მაინც დამარცხდნენ და მხოლოდ პრემიალური ქულა აიღეს. პირველ ტურში “არმიამ” “აკადემიას” 21:9 კი აჯობა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა და ახლაც საინტერესო ბრძოლა გამოვა.

ზემოთნახსენები თამაში 16 საათზე “შევარდენზე” დაიწყება, ხოლო პარალელურად, “ავჭალაზე” მეორე დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “ჯიქებს” ეთამაშება. ეს გუნდები ზედა ექვსეულში არიან და იქ დასამკვიდრებლად იბრძვიან. რკინიგზელებმა გასულ ტურში მოგებით მეორე ადგილი შეინარჩუნეს და რეგულარული გათამაშების პირველობასაც მიაუხლოვდნენ, ხოლო “ჯიქებმა” ბათუმში გამარჯვებოთ ექვსეულში დაიდო ბინა და იქ ადგილის შენარუნება სწადია. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” 19:17 დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და იოლი გასეირნება არცერთი გუნდისთვის ეს თამაშიც არ იქნება.

კვირას “ბათუმი” ანგისაზე თბილისის “არმაზს” 14 საათზე ეთამაშება. ზღვისპირელები აუტსაიდერები არიან და შინ წარმატების მიღწევას მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, მაგრამ “არმაზს” ზედა ოთხეულში დამკვიდრება სწადია არაფრის დამთმობი არაა. პირველ წრეში თბილისელებმა ამ მეტოქესთან პრემიალური ქულაც აიღეს, მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. ბათუმელებს ქულები სჭირდებათ, საკუთარი მოედნის ფაქტორი მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ბრძოლაც უცილობლად იქნება.

16 საათზე “ხარები” რუსთავში ქუთაისის “აიას” უხვდება. ქუთაისელებს ლიდერობამდე ქულა აკლიათ და მაქსიმუმის მისაღებად იბრძოლებენ, მაგრამ გასავარდნი ზონისგან თავდასაღწევად “ხარებიც” არაფერს დათმობს. პირველ წრეში რუსთაველებმა ქუთაისში სამი ლელო მიიღეს, მაგრამ მხოლოდ 5 ქულა წააგეს (12:17), რაც რაგბში დიდი არაფერი სხვაობაა და ახლა უცილობლად 4 ქულის ასაღებად იბრძოლებენ, რაც მაყურებელს საინტერესო ბრძოლას პირდება.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. X ტური

მომდევნო ტური. 7 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)

8 დეკემბერიო

ბათუმი. ანგისა. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)

ბოლნისი. 15:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 16:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 

 

1       ლელო     9       7       0       2        220-109       33      
2 ლოკომოტივი 9 7 0 2 207-150 32
3 აია 9 7 0 2 192-118 32
4 არმაზი 9 6 0 3 173-175 26
5 არმია 9 5 1 3 225-161 26
6 ჯიქები 9 4 2 3 202-146 24
7 ყოჩები 9 4 1 4 215-190 22
8 ხარები 9 1 0 8 113-223 7
9 აკადემია 9 1 0 8 99-226 7
10 ბათუმი                                                                8              1             0            7              118-261             5

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077803