ინგლისი

11:59 | 18.02.2016 | ნანახია 1410 - ჯერ

პოკოკს დიდ ფულს სთავაზობენ

ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და „ბრამბისის“ ფლანკერმა დევიდ პოკოკმა, ინგლისიდან სარაგბო საზომებით უძვირფასესი წინადადება მიიღო და სავარაუდოდ, მასზე უარის თქმა გაუჭირდება.

„უოსპსის“ ხელმძღვანელობა მზადაა 27 წლის მორაგბე ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბედ აქციოს და მას წლიური ანაზღაურების სახით 1,4 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. ეს 500 ათასით მეტია იმაზე, რასაც პლანეტის საუკეთესო მექულე, მსოფლიოს ჩემპიონი დენ კარტერი პარიზულ „რასინგში“ იღებს.

ცოტა ხნის წინ პოკოკმა განაცხადა, რომ 2016 წლის სუპერ რაგბის სეზონის დასრულების შემდეგ, 1 წლით რაგბის დატოვებას აპირებს, რათა ინგლისის რომელიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ახლა შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სწავლის პარალელურად, მას საყვარელი საქმიანობისთვის თავის დანებება არ მოუწიოს და პლანეტის უძვირფასესი მოთამაშეც გახდეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:32 | 18.02.2016
mushni (19)

მაგარი ეს

0.083505