ამბები

0:10 | 7.12.2013 | ნანახია 4373 - ჯერ

14 წლის მორაგბეს ბორჯღალოსნები საავადმყოფოში ესტუმრნენ

წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია 14 წლის ბათუმელი მორაგბის, ჯონი ჯიჯავაძის შესახებ, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა.

ჯონი მკურნალობას ლეიკემიით დავადებულ სხვა ბავშვებთან ერთად, თბილისის, იაშვილის კლინიკაში გადის. ყოველდღე იგი საკმაოდ რთულ სამედიცინო პროცედურებს გადის, მაგრამ ეს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის შერჩუნებისათვის აუცილებელია.

ჯონის მეორე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი აქვს, რომელიც მას თითქმის ყოველდღიურად სჭირდება. ჯონისათვის და ლეიკემიით დავადებულ სხვა ბავშვებისათვის სისხლის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღიურად იაშვილის კლინიკაში 10:00 საათიდან 14:00 საათის ჩათვლით.

ჯონი იაშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 9 თვიან სამკურნალო კურსს გადის, რომელიც თავისთავად უამრავ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მის მხარდასაჭერად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0901080806 (ზარის ფასი 1 ლარს შეადგენს) ან დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დავაადებულ ბავშვთა ფონდის სახელზე ჩარიცხონ თანხა  საქართველოს ბანკის ანგარიშზე BAGE22 (ბანკის კოდი) GE62BG0000000996577500 (ანგარიშის ნომერი).

ჯონის უმთავრესი ოცნებაა გამოჯანმრთელება და ამ დაავადების დაძლევა, მაგრამ იგი, როგორც ყველა მოზარდი ქართველი მორაგბე ოცნებობდა ბორჯღალოსნების კვართსა და ბურთზე. მას ასევე ძალიან უნდოდა მობილური ტელეფონი, რითა მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცოტათი გახალისდეს.

დღეს ბორჯღალოსნებმა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა ჯონის ეს ოცნებები აუსრულეს. ირაკლი მაჩხანელმა, ირაკლი აბუსერიძემ, შავლეგ მახარაშვილმა გიორგი ბეგაძემ და გიორგი გრძელიშვილმა (ეს უკანასკნელი ჯონის მწვრთნელია) მას აჩუქეს ბორჯღალოსნების ხელმოწერებიანი ეროვნული ნაკრების კვართი, ბურთი და ტელეფონი. დიმიტრი ცინცაძის ფონდის წევრებმა კახაბერ ჯანაშვილმა, ეკა მიშველაძემ და რუსუდან ცხომელიძემ მას პლანშეტური კომპიუტერი აჩუქეს.

ჯონის უმთავრესი ოცნება – გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ აუსრულებლად რჩება. ქართული სარაგბო თემის სახელით, ყველას მოგიწოდებთ გვერდში დავუდგეთ ჯონის და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რათა საერთო ძალისხმევით მათ ავუსრულოთ უმთავრესი ოცნება!

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127363