6 ერი

10:27 | 18.02.2016 | ნანახია 1157 - ჯერ

გი ნოვესმა ტრინ-დუკს უხმო

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვესმა, გუნდის 31-კაციან გაფართოებულ სიაში „მონპელიეს“ მგეზავ ფრანსუა ტრინ-დუკს უხმო.

ფრანგები 2016 წლის ექვსი ერის მომდევნო მატჩს 26 თებერვალს კარდიფში, უელსის წინააღმდეგ გამართავენ და ტრინ-დუკის გარდა, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე არ წაიყვანეს, გაფართოებულ შემადგენლობაშია „მონპელიეს“ ბურჯი ვინსენტ პელო, რომელმაც ტრავმირებული ედი ბენ არუ უნდა შეცვალოს. ბენ არუს ნეკნის ხრტილის მოტეხილობის გამო მინიმუმ ოთხი კვირა მოუწევს დასვენება, პელოს კი, ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია.

ექვსი ერის ორი ტურის შემდეგ, საფრანგეთმა ინგლისელთა მსგავსად ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, მაგრამ მას გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084943