საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2 წლით უფროს უკრაინელებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2014 წლის “ფირა-აერის” ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის გათამაშებისათვის ემზადება, რომელიც 10-20 აპრილს პოლონეთში გაიმართება და ეს შეხვედრები მომავალი ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად დაიგეგმა. ქართველი 18-წლამდელები აგერ უკვე ორი წელიწადია წარმატებით გამოდიან ფორმატშეცვლილ ევროპის ჩემპიონატზე და იტალიას ამარცხებენ, მეორე გრანდს კი, ყოველწლიურად დიდ ბრძოლას უმართავენ.
სწორედ ამიტომ, ფირა-მ შესარჩევ ფორმატს გადახედა და წელს საქართველო ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, ირლანდიის, შოტლანდიის და იტალიის დარად, ევროპის პირველობაზე პირდაპირ დაუშვა, შესარჩევი ეტაპი კი, პორტუგალიამ მოიგო. მოპოვებულ წარმატებას შენარჩუნება და განვრცობა უნდა და ამისათვის საკონტროლო თამაშების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქართველი 18-წლამდელები უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებს 18 დეკემბერს, 15 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაუხვდებიან, ხოლო 22 დეკემბერს მათ ასევე “შევარდენზე”, ოღონდ 16 საათზე ეთამაშებიან. თამაშზე დასწრება ორივე შემთხვევაში უფასოა და გულშემატკივართა მხარდაჭერა ბიჭებს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: ნიკა ნეფარიძე (“ლოკომოტივი”), ვანო მარგალიტაძე (“არმია”), დათო ფაილოძე (“ლელო”), ლაშა ტაბიძე (“არმაზი”), სანდრო აბაშიძე (“აკადემია”), ბესო გოგოლაძე (“არმია”), მიშო ბაბუნაშვილი (“აია”) გიორგი ჯავახია (“აია”), თორნიკე ზოიძე (“აკადემია”), ბექა გორგაძე (“ხარები”), ლაშა საჯაია (“ჯიქები”), კახა ელბაქიძე (“არმია”), თორნიკე აქუბარდია (“ხარები”), ოთარ გიორგაძე (“აია”), ვასილ ლობჟანიძე (“არმაზი”), ბექა მაზმიშვილი (“აკადემია”), კოტე ახობაძე (“აკადემია”), ლაშა გედეხაური (“ლოკომოტივი”), გიორგი კოშაძე (“ხარები”), სანდრო ილურიძე (“აკადემია”), ლევანი გურგენაძე (“ფოთი”), თემო ცქვიტავა (“ფოთი”), თორნიკე მანაგაძე (“აია”), დავით ლობჟანიძე (“არმაზი”), გიორგი გვესელაძე (“იუნკერები”), ირაკლი სვანიძე (“ჯიქები”), სანდრო პაპუნაშვილი (“ლოკომოტივი”), ირაკლი ცხადაძე (“არმაზი”), სოსო ჯაფარიძე (“ხულიგანა”), ლაშა მამუჩარაშვილი (“ლოკომოტივი”), ვახო გაბისიანი (“ჯიქები”), გიორგი მელაძე (“ყოჩები”), სანდრო მერკვილიშვილი (“არმია”), ბექა ნონიაშვილი (“ხულიგანა”), გაგა არაბული (“ლოკომოტივი”).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია