ამბები

3:21 | 23.12.2013 | ნანახია 4781 - ჯერ

უკრაინასთან, ამჯერად, 56:3

22 დეკემბერს “შევარდენზე” ორმატჩიანი სპარინგ-სერიის მეორე შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა უკრაინელ 20-წლამდელებს 56:3 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ასევე შევარდენზე 18 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა 84:9 გაიმარჯვეს.

აღნიშნული სპარინგ-სერიით 18 წლამდელებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის გათამაშებისათვის მზადება დაიწყეს.

ტურნირამდე, რომელიც 2014 წლის 10-20 აპრილს პოლონეთში გაიმართება, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან და კლუბებთან.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084276