6 ერი

23:47 | 17.02.2016 | ნანახია 1809 - ჯერ

დენი ქეარი ედი ჯონსის „პირსისხლიან რეჟიმზე“ ალაპარაკდა

იტალიასთან 40:9 მოგების შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების 9 ნომერმა - დენი ქეარმა „წითლებისა და თეთრების“ თავკაცი - ედი ჯონსი „ამხილა“ და ჟურნალისტებს მისი „პირსისხლიანი რეჟიმის“ შესახებ უამბო.

დენი ქეარი: „ყველას ოცნებაა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში საკუთარი სახელი იხილოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყოველთვის არ მოხდება. შოტლანდიასთან მატჩის წინ ჯონსმა 9 ნომერზე გამამწესა და ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივი იყო. რას ვიფიქრებდი, რომში იტალიასთან მატჩში სათადარიგოთა შორისაც თუ არ ვიქნებოდი? ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. ედი ჯონსს სტიუარტ ლანკასტერთან შედარებით, გუნდში „პირსისხლიანი რეჟიმი“ აქვს დამყარებული. მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ცდილობს, საკუთარი ინტერესები წამოწიოს. რეალურად კი, ვერ დაინახა, თუ რამდენი ვიშრომე იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ვყოფილიყავი“.

ინგლისის ნაკრებმა ექვსი ერის პირველ ორ შეხვედრაში სტუმრად შოტლანდია (15:9) და იტალია (40:9) დაამარცხა. მორიგ მატჩს ინგლისელები 27 თებერვალს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 12 მარტს უელსს უმასპინძლებენ, 2016 წლის ექვსი ერის გათამაშებას კი 19 მარტს, პარიზში საფრანგეთთან მატჩით დაასრულებენ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104878