ამბები

11:04 | 23.12.2013 | ნანახია 3941 - ჯერ

ჩემპიონატი მარტამდე დაგვემშვიდობა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის 2013 წლის ეტაპი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის “ლელომ” ზედიზედ მეორე გამარჯვება რომ მოიპოვა და ქუთაისის “აიაც” დამარცხდა, ლევან მაისაშვილის შეგირდები ერთპიროვნულად გალიდერდნენ და ახლა მათთვის დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.

“ლელო” რუსთავში ერთ-ერთ აუტსაიდერ “ხარებს” ეწვია და სამი ჯარიმით დაწინაურდა, რასაც 30-ე წუთზე ზურაბ ხორბალაძემ ლელო შემატა და ყიასაშვილმა გარდასახვით მონაგარს კიდევ 2 ქულა დაამატა. ტაიმის ბოლოს რუსთაველებმა ერთი ჯარიმა გაქვითეს, მაგრამ “ლელომ” ჯარიმითვე მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხა და დასკვნით 20 წუთში პრემიალური ქულის აღებაზე დაიწყო ზრუნვა. ლაშა ხმალაძის ლელოს “ხარებმა” ლელოთი უპასუხა და თითქოს პრემიაზე ფიქრიც აქ დასრულდა, მაგრამ დასკვნით ხუთ წუთში ხმალაძისა და სანდრო ნიჟარაძის ლელოებით “ლელომ” მიზანს მაინც უწია.

თბილისის “არმიამ” ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და “ლელოს” კვალში ჩაუდგა. ამ გუნდების პირველი მატჩის მსგავსად, ზღვისპირელმა გულშემატკივარმა ამჯერადაც ბევრი ლელო იხილა. ბათუმელებმა საწყის 20 წუთში მეტოქის ერთ ლელოს ორით უპასუხეს და 14:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ორი ლელო თავადაც გაუშვეს და 14:19 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმი სრულად “არმიასი” იყო, მათ კიდევ ხუთი ლელო გაიტანეს და 54:14 იმარჯვეს.

ბოლნისის “ყოჩებმა” თბილისის “აკადემიასთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა და მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა. ლუკა კვარაცხელიას ლელოს და თემურ სოხაძის გარდასახვას, აკადემიელებმა იოსებ მათიაშვილის ჯარიმით და ლევან კალანდარიშვილის ლელოთი უპასუხეს და მე-15 წუთზე 8:7 დაწინაურდნენ. “ყოჩები” თავიდანვე პრემიალურ ქულაზე ზრუნავდა და 34-ე წუთზე გიორგი ბეგაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ კომპენსირებული დრო რომ მიდიოდა სოხაძემ ჯარიმა კარში დაარტყა და ბოლნისელებმა ტაიმი 15:8 მოიგეს. მაგრამ “ყოჩებმა” მეორე ტაიმში ქულის აღებაც ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, მათიაშვილმა ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და სათამაშო კიდევ 22 წუთი რჩებოდა, მაგრამ მეტის გაკეთება “აკადემიამაც” ვერ მოახერხა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

ცენტრალური თამაშები “ავჭალაზე” გაიმართა და პირველ მატჩში “ლოკომოტივმა” “აიას” უმასპინძლა. ქუთაისელების გამარჯვების შემთხვევაში გადადებული მატჩის გათვალისწინებით პოტენციური ლიდერობის შენარჩუნების შანსი ჰქონდათ, მაგრამ “ლოკომოტივმა” მეტოქეს 4 ქულის აღება არ დაანება. “აიამ” პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და ტაიმის ბოლოსთვის 14:5 იგებდა. მაგრამ “ლოკომოტივმა” მატჩის ბედის შემოტრიალება მოახერხა. 54-ე წუთზე სხვაობა კვლავ 6 ქულა იყო (19:13), მაგრამ მერე მოედანზე ჩხუბი რომ ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბე გაასინბინა, დასკვნით 20 წუთში “რკინიგზელებმა” 15 უპასუხო ქულა აიღეს, 28:19 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერეს.

ტურის ბოლო მატჩში საპლეიოფო ექვსეულისთვის მებრძოლმა “არმაზმა” უშუალო კონკურენტი “ჯიქები” 9:6 დაამარცხა. არმაზელებმა ტაიმი 9:0 მოიგეს, მეორე ნახევარში “ჯიქებმა” ორი ჯარიმა გაქვითეს, მაგრამ დასკვნით 8 წუთში ქულა ვეღარ აიღეს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი პლეი ოფში გასვლის არცთუ ურიგო შანსს მაინც ინარჩუნებენ, თუმცა, ახლა საკუთარ წარმატებასთან ერთად მეტოქეების ფეხის დაცდენის იმედზეც უნდა უყვნენ.

ჩემპიონტი 1-2 მარტს განახლდება, რის შემდეგაც გუნდები სანაკრებო მატჩების გამო 3 კვირას დაისვენებენ და დარჩენილ ტურებს მარტის ბოლოსა და აპრილში მოილევენ, ხოლო მაისში პლეი ოფების დრო დადგება, ხოლო ფინალი 24 მაისს გაიმართება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური

21 დეკემბერი

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი) 14:54 (14:19)

ბათუმი: 15. სვინტრაძე (ნაგერვაძე), 14. ნინიძე, 13. გოგიტიძე, 12. აშვეთია, 11. ბ.ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. ჩუბინიძე; 1. სულაბერიძე (ხოჭოლავა), 2. აბესლამიძე (კელენჯერიძე), 3. კაიკაციშვილი, 4. მეიშვილი (თებიძე), 5. ბერიძე, 6. კორტავა, 7. ალიქაძე, 8. მეგრელიძე.

2 ლელო: გოგიტიძე, მეგრელიძე

2 გარდასახვა: ჩუბინიძე

1 სინბინი: კაიკაციშვილი (40+)

არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი (ჯიმშელაძე), 12. გაგოშვილი, 11. ნუცუბიძე, 10 ბაირამაშვილი (აფციაური 61), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი); 1. კაკოვინი (ქორიძე), 2. მამუკაშვილი, 3. გურგენაძე (ხარებავა), 4. აზალაძე (უჩავა 41), 5. ცხადაძე, 6. ბიწაძე, 7. დარასელია, 8. მაისურაძე (თავართქილაძე).

8 ლელო: დარასელია, გაგოშვილი (3), ბაირამაშვილი, კობახიძე, ტუჩაშვილი, აფციაური
7 გარდასახვა: კობახიძე

 

რუსთავი. ახალი. 300 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) 8:38 (3:16)

ხარები: 15. ბასილაია (თეგეთაშვილი 54), 14. გ.ბებიაშვილი, 13. ნათელაშვილი (მელიქიშვილი 77), 12. ღამბარაშვილი, 11. ბ.ბებიაშვილი, 10. ხუციშვილი, 9. ბუჯიაშვილი; 1. მაჭარაშვილი (ზურიკიშვილი 41), 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (გოგოლაძე 68), 4. მჭედლიშვილი, 5. ქარუხნიშვილი (ივანიშვილი 77), 6. გოგიაშვილი, 7. ქვლივიძე (ტყეშელაშვილი 68), 8. მღებრიშვილი

1 ლელო: თეგეთაშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ხეცურიანი, 13. კორკელია (მინდიაშვილი 79), 12. ცერცვაძე (კოპაძე 68), 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ბელქანია (ლომთაძე 63), 3. მელიქიძე (პატარაია 56), 4. ხორბალაძე (არველაძე 80+2), 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. მძინარიშვილი, 8. კვაჭაძე

4 ლელო: ხორბალაძე, ხმალაძე (2), ნიჟარაძე

3 გარდასახვა: ყიასაშვილი

4 ჯარიმა: ყიასაშვილი

 

22 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი

აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 14:15 (8:15)

აკადემია: 15. მაკაროვი, 14. კალანდარიშვილი, 13. სიჭინავა (ჩაჩუა 72), 12. ჭუაძე, 11. მათიაშვილი, 10. ქოპილაშვილი, 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. მაზმიშვილი (გ. ღამბაშიძე 41), 2. გეგია (წვერავა 41), 3. ფეიქრიშვილი, 4. გოგლიძე, 5. ბერიკაშვილი, 6. ნიბლაძე, 7. შუბითიძე, 8. გოგოლაძე.

1 ლელო: კალანდარიშვილი

3 ჯარიმა: მათიაშვილი

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. კვარაცხელია (გოგოლაშვილი 53), 13. ხარშილაძე, 12. გაბუნია, 11. ხუციშვილი (აბდუშელიშვილი 64), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (გოგიძე 49-58), 2. ხიდეშელი, 3. შენგელია, 4. ხვისტანი, 5. გრძელიშვილი, 6. მალაღურაძე (მაისურაძე 49), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

2 ლელო: კვარაცხელია, ბეგაძე

1 გარდასახვა: სოხაძე

1 ჯარიმა: სოხაძე

 

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 28:19 (8:14)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ჟამუტაშვილი, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. კაზალიკაშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე (კაკაბაძე 78), 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ბერიშვილი, 7. ფოფხაძე, 8. კიკვიძე (თხელიძე 61).

4 ლელო: ფოფხაძე (2), კავთიძე, გეგია

1 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

1 სინბინი: გენებაშვილი (40+)

1 გაძევება: ბერიშვილი (56)

აია: 15. ძნელაძე, 14. ბ. ტორაძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე (კვერნაძე 76), 11. აბრამიძე (შაშიაშვილი 71), 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 76), 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. ჩხიკვაძე (ულუმბელაშვილი 25, სბ 59), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (ძაგნიძე 64), 6. რევიშვილი, 7. დანგაძე (სალდაძე 61), 8. ყურაშვილი.

3 ლელო: ჩხიკვაძე, ძნელაძე, ყურაშვილი

2 გარდასახვა: სინაურიძე

1 სინბინი: ულუმბელაშვილი (59)

1 გაძევება: მატკავა (56)

 

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 6:9 (0:9)

ჯიქები: 15. დიმ. კიკნაძე, 14. ბიწაძე (შარმაზანაშვილი 55), 13. ჯინჯიხაძე, 12. კუპრეიშვილი, 11. ჯიმუხაძე (გიორგაძე 41), 10. კალანდაძე, 9. ნადირაძე (ჭინჭარაული 41); 1. გაგნიძე (ოქრიაშვილი 41), 2. ოქრომელიძე, 3. ხატიაშვილი, 4. მასხარაშვილი (გოგოლიძე 41), 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. მოგელაშვილი, 8. სუხაშვილი.

2 ჯარიმა: გიორგაძე

არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. მაჩხანელი, 13. კაიფაჯიანი, 12. ნიკოლავა (პინაიშვილი 63), 11. ხუციშვილი, 10. დათ. კიკნაძე, 9. აბუსერიძე; 1. ბეჟიაშვილი (ფხაკაძე 56), 2. თაგაური, 3. ბუკია, 4. ჭელიძე, 5. ბარბაქაძე, 6. კანდელაკი (მინაშვილი 41), 7. გიგაური (მაისურაძე 55), 8. სოსელია.

3 ჯარიმა: ნიკოლავა

1 სინბინი: სოსელია (26)

 

1 ლელო                   
12  9   0   3    317-146 44
2 არმია     
12 8 1 3 339-197 41
3 ლოკომოტივი 
12 9 0 3 283-211 40
4 აია      
11 8 0 3 226-149 36
5 ყოჩები           
12 7 1 4 269-234 34
6 არმაზი     
11 7 0 4 199-212 30
7 ჯიქები           
12 5 2 5 236-182 30
8 აკადემია   
12 1 0 11 126-304 8
9 ხარები     
12 1 0 11 133-305 7
10 ბათუმი   
10 1 0 9 149-337 6

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073378