ამბები

16:25 | 28.12.2013 | ნანახია 5131 - ჯერ

მამუკა გორგოძე წლის საუკეთესო ქართველი მორაგბეა

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო მორაგბედ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე აღიარეს. 

ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოცხადდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

მამუკა გორგოძე საქართველოს საუკეთესო მორაგბედ მეოთხედ დასახელდა - მან ეს ტიტული აქამდე 2008, 2009 და 2011 წლებში მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლელოს” მგეზავი ლაშა ხმალაძე. გარდა ამისა, საქართველოს რაგბის კავშირმა დააჯილდოვა სხვა ნომინანტები და საქართველოს 2012-2013 წლების ჩემპიონატის პრიზიორი გუნდები, ასევე, შვიდკაცა ჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127423