ამბები

11:47 | 11.01.2014 | ნანახია 3935 - ჯერ

ურუშაძე და ხოსიტაშვილი საქართველოში ბრუნდებიან

ვეტერანი ქართველი მორაგბეები რატი ურუშაძე და გიორგი ხოსიტაშვილი, სამშობლოში დაბრუნდნენ და კარიერას ბოლნისის “ყოჩებში” გააგრძელებენ.

ბოლნისური კლუბი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, ასეთი გამოცდილი მოთამაშეების დამატება კი, რომელთაც გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვთ, გუნდს უდავოდ წაადგება.

38 წლის ურუშაძე “ყოჩების” აღზრდილია და ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის ჩემპიონატში კრასნოიარსკის “ენისესი” ღირსებას იცავს. მან გუნდთან ერთად რამდენჯერმე მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ამ სეზონში კი ორმატჩიან ფინალში დამარცხდა. მეორეხაზელ ურუშაძეს, “ბორჯღალოსანთა” მაისურით 41 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 ლელო გაიტანა. ის 2007 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა.

პირველხაზელი ხოსიტაშვილი 30 წლისაა, ბოლოს რუმინეთის “ტიმიშოარაში” თამაშობდა და ბიძინა სამხარაძესა და ოთარ ტურაშვილთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მას ნაკრებში სამი თამაში აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088427